ნიკიფორე II ფოკა
ნიკიფორე II ფოკა (დ. დაახლ. 912 — გ. 10 დეკემბერი, 969, ) — ბიზანტიის იმპერატორი 963–969 წლებში, რომლის ბრწყინვალე სამხედრო მიღწევებმა საფუძველი დაუდო ბიზანტიის იმპერიის გაძლიერებას X საუკუნეში.
ნიკიფორე II ფოკა | |
---|---|
ნიკიფორე II ფოკა | |
ბიზანტიის იმპერიის იმპერატორი | |
მმართ. დასაწყისი: | 16 აგვისტო 963 |
მმართ. დასასრული: | 9-10 დეკემბერი,969 |
წინამორბედი: | რომანოზ II |
მემკვიდრე: | იოანე I ციმისკე |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | დაახლ. 912 |
გარდ. თარიღი: | 10 დეკემბერი, 969 |
გარდ. ადგილი: | კონსტანტინოპოლი |
მეუღლე: |
1. სტეფანო 2. თეოფანო |
დინასტია: | მაკედონელთა |
მამა: | ბარდა ფოკა (უფროსი) |
ადრეული სიცოცხლე
რედაქტირებანიკიფორე დაახლოებით დაიბადა 912 წელს და ეკუთვნოდა გამორჩეულ ფოკების ოჯახს კაპადოკიიიდან. ნიკიფორე ადრინდელი ასაკიდან შეუერთდა ბიზანტიის არმიას. 945 წელს ის დაინიშნა ანატოლიკონის თემის მმართველად, იმპერატორ კონსტანტინე VII- ს იმპერატორობის ჟამს. როცა მამამისი, ბარდა ფოკა 953 წელს ბრძოლაში მძიმედ დაიჭრა, ნიკიფორე დააწინაურეს აღმოსავლეთის ფრონტის უმაღლეს მხედართმთავრად. აბასიანთა სახალიფოსთან 954 წელს ის მძიმედ დამარცხდა, რომელიც მან გამოასწორა მომდევნო წლებში,კერძოდ კი 957 წელს სირიაში,გამარჯვებით. როდესაც 959 წელს რომანოზ II იმპერატორი გახდა, ნიკიფორეს და მისი ძმა ლეოს დაეკისრათ შესაბამისად, აღმოსავლეთის და დასავლეთის საველე არმიების თაოსნობა. 960 წელს 27,000 მენიჩბე და მეზღვაური დაჯგუფებულ იქნა 308 გემიან ფლოტზე, რომელსაც 50,000- იანი ლაშქარი გადაჰყავდა. გავლენიანი პირის რჩევით, იმპერატორმა რომანოზ II-მ ნიკიფორეს ანდო სამხედრო ექსპედიციის თაოსნობა, რომელიც კრეტის საამიროს წინააღმდეგ მზადდებოდა. ნიკიფორემ 9 თვიანი ალყის შემდეგ აიღო სარკინოზების მიერ დაპყრობილი ქალაქი ჩანდაქსი(ჰერაკლიონი) და 961 წელს მთელი კუნძული წაართვა მუსლიმებს. მიუხედავად ამ ბრწყინვალე გამარჯვებისა მას უარი უთხრეს ბიზანტიელთათვის ჩვეული ტრიუმფის დიდებაზე და მხოლოდ ჰიპოდრომზე ოვაციებით გამხნევების უფლება მისცეს. 962-962 წლის კამპანიებში გონებამახვილური სტრატეგიის შედეგად მან დაიპყრო კილიკიის ქალაქები და სირიაშიც შეიჭრა სადაც აიღო და დაიმორჩილა ქალაქი ალეპო თავის დისწულთან იოანე ციმისკესთან შეთანხმებით თუმცა მან აქ ფეხი ვერ მოიკიდა და ხანგრძლვი დაპყრობები ვერ შეძლო. მიუხედევად ამისა მისი მხედართმთავრული ნიჭის წყალობით, რომელიც მან ამ კამპანიების დროს გამოიჩინა, მას შეარქვეს სარკინოზთა ფერმრკრთალი სიკვდილი. ალეპოს აღების დროს, ქალაქის ემირის სასახლის ძარცვის შედეგად ბიზანტიის არმია დაეუფლა 390,000 ვერცხლის დინარს, 2,000 აქლემს, და 1,400 ჯორს. მან, საკმაოდ ადრეულად, ცოლად შეირთო სტეფანო, თუმცა ის გარდაიცვალა მანამდე სანამ ნიკიფორე სახელს მოიხვეჭდა. ცოლის გარდაცვალების შემდეგ ნიკიფორემ ფიცი დადო, რომ სხვას აღარავის შეირთავდა, რამაც ბოლოს მას პრობლემები შეუქმნა.
ტახტზე ასვლა
რედაქტირება963 წლის 15 მარტს, იმპერატორი რომანოზ II მოულოდნელად დაიღუპა 26 წლის ასაკში. მისი სიკვდილის მიზეზი გაურკვეველია, თუმცა როგორც თანამედროვეებს, ასევე გვიანდელი ეპოქის ისტორიკოსებს მიაჩნდათ, რომ ახალგაზრდა იმპერატორმა საკუთარი თავი დააუძლურა მძიმე სმითა და გადაჭარბებული სექსუალური ცხოვრებით, ან სჯეროდათ, რომ ის მეუღლემ, თეოფანომ მოწამლა. თეოფანოს იმ დროისთვის უკვე ჰქონდა ამბიციური და ჭკვიანი ქალის სახელი დაგდებული, და მოგვიანებით ამას საკუთარი მიზნების მისასწევად გამოჩენილი დაუნდობლობა და ულმობელობაც შეემატა. რომანოზმა სიკვდილამდე ადრე თანა-იმპერატორებად აკურთხა თავისი ვაჟები ბასილ II და კონსტანტინე VIII. მიუხედავად ამისა, მამის გარდაცვალების დროს ბასილი 5-ის, ხოლო კონსტანტინე 3 წლის იყო და ისინი უძლურები იყვნენ, შეესრულებინათ ის მოვალეობები, რასაც მათ იმპერატორის ტიტული აკისრებდა. დროებით თეოფანო დაინიშნა მმართველად, თუმცა საიმპერატორო კარის დიდებული იოსებ ბრინგასი, რომელიც თავის დროზე რომანოზ II-ს მრჩეველი იყო, ცდილობდა მისი ძალაუფლების შეზღუდვას და უნდოდა ხელისუფლებას თავად დაუფლებოდა. მან ასევე სცადა ნიკიფორეს ძალაუფლების შესუსტება. გამარჯვებული გენერალი ნიკიფორე ითვლებოდა არმიის რეალურ მეთაურად და ინარჩუნებდა მჭიდრო კავშირს არისტოკრატიასთან. იოსები შიშობდა,რომ ნიკიფორე როგორც არმიის, ასევე არისტოკრატიის მხარდაჭერას მოიპოვებდა. იოსების ინტრიგებმა შემდეგ თვეებში მას თეოფანოც და ნიკიფორეც აუმხედრა. იოსებისგან მალულად, ნიკიფორეს დისწულმა იოანე ციმისკემ მას უბიძგა ტახტის დაკავებისკენ და მოლაპარაკებები დაიწყო თეოფანესთან. თეოფანესა და პატრიარქის დახმარებით ნიკიფორემ მიიღო აღმოსავლეთის არმიის მხედართმთავრობა და მათ მიერ იმპერატორად შერაცხულმა კონსტანტინეპოლს მიაშურა, სადაც მის მომხრე პარტიზანებს უკვე დაემხოთ მისი მტრის, ბრინგასის მმართველობა. არმიის რიგებში მისი უაღრესი პოპულარობის გამო, ის იმპერატორად აკურთხეს რომანოზის მცირეწლოვანი ვაჟების გვერდით, 963 წლის 16 აგვისტოს და პატრიარქის წინააღმდეგობის მიუხედავად, მათ დედაზე, თეოფანოზე დაქორწინდა.
შემდეგი კამპანიები
რედაქტირებამმართველობისას, ნიკიფორემ აწარმოა არაერთი საომარი კამპანია მტრების წინააღმდეგ. 964–966 წლებში მან 40,000 იანი ლაშქრით საბოლოოდ დაიპყრო კილიკია და კვლავ შეუტია მესოპოტამიასა და სირიას, ხოლო ამასობაში დიდებულმა, სახელად ნიკეტამ იმპერიას დაუბრუნა კვიპროსი. 968 წლისთვის მან დაასუსტა ციხესიმაგრეთა უმრავლესობა სირიაში და ანტიოქიისა და ალეპოს აღების შემდეგ, რომელიც მისმა ლეიტენანტებმა შეძლეს, მან ეს ტერიტორია შეუერთა იმპერიას, რაც დაადასტურა კიდევაც სამშვიდობო ხელშეკრულებით. ნიკიფორე II ნაკლებად წარმატებული იყო დასავლეთით გაჩაღებულ ომებში. მას შემდეგ, რაც მან ფატიმიანთა სახალიფოს შეუწყვიტა ხარკი, სიცილიისკენ გაგზავნა ექსპედიცია ნიკეტას მეთაურობით 964-965 წლებში, თუმცა იძულებული გახდა, როგორც საზღვაო ისევე სახმელეთო ბრძოლებში დამარცხების შემდეგ, მოეხდინა კუნძულის მთლიანი ევაკუაცია. 967 წელს მან დადო ზავი ქაირავანის ფატიმიანებთან, რათა თავი დაეცვა საერთო მტრის, ოტო I -გან, რომელმაც თავი დასავლეთის იმპერატორად გამოაცხადა და თავს დაესხა ბიზანტიის სამფლობელოს იტალიაში, მაგრამ საწყისი წარმატებების მიუხედავად მისი გენერლები დამარცხდნენ და უკან, სამხრეთისკენ დაიხიეს. დაძაბულობა დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის, რაც ნიკიფორეს მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგი იყო, კარგად ჩანს ეპისკოპოს ლიუტპრანდ კრემონიელის ნაშრომში Relatio de legatione Constantinopolitana.
მკვლელობა
რედაქტირებარადგან ის მუდმივად იმპერიულ საქმეებში იყო ჩაფლული, მისმა ცოლმა თეოფანომ დრო იხელთა და საყვარლად მისი დისწული იოანე ციმისკე გაიჩინა. მათ შეიმუშავეს ნიკიფორეს მოკვლის გეგმა. ერთ ღამეს, შეთქმულები სასახლეში ქალებად გადაცმულები შეიპარნენ. ნიკიფორე გააფრთხილეს, რომ სასახლეში დაქირავებული მკვლელები იმყოფებოდნენ. მან ბრძანა რომ მთელი სასახლე გაეჩხრიკათ, თუმცა მცველებმა დედოფლის ოთახი შეუმოწმებლად დატოვეს და შეთქმულები ამგვარად გაექცნენ შეპყრობას. მოგვიანებით, როდესაც ნიკიფორეს იატაკზე ეძინა წმინდა ხატების წინ, ციმისკე და სხვები შეიპარნენ მის საძინებელში და შეშფოთდნენ, როცა საწოლი ცარიელი დახვდათ(ნიკიფორეს ხშირად ეძინა ხოლმე იატაკზე). ამ ხმაურით გაღვიძებული ნიკიფორე ზუსტად იმ დროს ადგა,როდესაც ერთ-ერთმა მკვლელმა ხმალი მოუქნია თავის მოსაკვეთად. ხმალი მას სახეში მოხვდა და ის წაათრიეს საწოლთან, სადაც იოანე ციმისკე იჯდა. ციმისკემ მას დაუყვირა:
მას თავი მოკვეთეს, წვეტს ჩამოაცვეს და საჯაროდ ჩამოატარეს, სხეული კი ფანჯრიდან მოისროლეს. ის დაკრძალეს წმინდა მოციქულთა ტაძარში, როდესაც იოანე ციმისკე იმპერატორი იოანე I ხდებოდა. წარწერა,რომელიც მისი საფლავის გვერდზეა ამოკვეთილი, იკითხება : შენ ყველაფერი დაიპყარი, ქალის გარდა.
ისტორიკოსი ჯონ იულიუს ნორვიჩი ამბობს: