ბასილი II

(გადამისამართდა გვერდიდან ბასილი II (ბიზანტია))
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბასილი.

ბასილ II ბულგართმმუსვრელი (დ. 958 — გ. 15 დეკემბერი, 1025) — ბიზანტიის იმპერატორი 976–1025 წლებში. თანამედროვეები ბასილ უმცროსს და ბასილ პორფიროგენეტს უწოდებდნენ, რათა განესხვავებინათ მისი წინაპრის ბასილ მაკედონიელისგან.

ბასილ II ბულგართმმუსვრელი
Βασίλειος Β
Basilios II.jpg
ბასილი II-ის მინიატურა
ბიზანტიის იმპერატორი
კორონაცია: 10 იანვარი 976
მმართ. დასაწყისი: 10 იანვარი 976
მმართ. დასასრული: 15 დეკემბერი 1025
წინამორბედი: იოანე I ციმისკე
მემკვიდრე: კონსტანტინე VIII
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 958
დაბ. ადგილი: კონსტანტინოპოლი
გარდ. თარიღი: 15 დეკემბერი 1025
გარდ. ადგილი: კონსტანტინოპოლი
დინასტია: მაკედონელთა
მამა: რომანოზ II
დედა: თეოფანო
რელიგია: მართლმადიდებლობა

ბასილი II-ის გამეფებისთანავე მცირე აზიაში დაიწყო ძლიერი აჯანყება ფეოდალური არისტოკრატიისა ბარდა სკლიაროსის მეთაურობით, ბიზანტიელებმა დახმარება სთხოვეს დავით III კურაპალატს. ქართველთა ლაშქარმა თორნიკე ერისთავის მეთაურობით სასტიკად დაამარცხა ბარდა სკლიაროსი. ამ დახმარების სანაცვლოდ ბიზანტიამ ვრცელი ტერიტორიები დაუთმო დავით III კურაპალატს. X საუკუნის 80-იან წლებში ბიზანტიელებმა სასტიკი დამარცხება იგემეს ბულგარეთში, ამას მოჰყვა 987 წელს ჯერ ბარდა სკლიაროსის, შემდეგ კი ფოკას აჯანყება. ამ უკანასკნელმა თავი იმპერატორად გამოაცხადა და მთელ მცირე აზიას დაეუფლა. დავით III ფოკას მიემხრო. ბასილი II-მ მოახერხა აჯანყებულთა დამარცხება, რის შემდეგ დავით ქართველთა მეფე აიძულა თავისი სამფლობელოები ანდერძით ბიზანტიისათვის გადაეცა. დავით III-ის გარდაცვალების (1001) შემდეგ ბასილი II ტაოში მოვიდა და დავითის სამფლობელოებს დაეუფლა.[1]

ამის შემდეგ მოახდინა იმპერიის სტაბილიზაცია, ექსპანსია და საიმპერატორო ძალის გაზრდა. მუდმივი ომების მიუხედავად, მან თავი გამოიჩინა, როგორც ძლიერმა მმართველმა და გააფართოვა ბიზანტია. ბასილმა 40-წლიანი ომი გააჩაღა ბულგარელების წინააღმდეგ. ომში გამარჯვების შედეგად მთლიანად დაიმორჩილა და იმპერიას მიუერთა ბულგარეთის იმპერია. მისი ბრძანებით ბიზანტიელებმა 15 ათასი ბულგარელი ტყვე დააბრმავეს. ამ სისასტიკის გამო იმპერატორს „ბულგართმმუსვრელი“ (იგივე ბულგართმჟლეტი) უწოდეს. ბასილის წყალობით 1018 წელს ბულგარეთი ბიზანტიის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა.

იმიერტაოსა და დავითის მემკვიდრეობისათვის ბრძოლა საქართველო-ბიზანტიას შორის არ შემწყდარა. ამ საბაბით 1021–1023 წლებში ორ ქვეყანას შორის დიდი ომიც მოხდა, რომელშიც ბიზანტიელებმა გაიმარჯვეს. ბასილი II-მ მოახერხა დავით III კურაპალატის მამულების საბოლოოდ შემომტკიცება. ბიზანტიის იმპერატორმა მძევლად გიორგის I-ის ძე ბაგრატი წაიყვანა და კონსტანტინოპოლში დაბრუნდა.[1]

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. 1.0 1.1 სამუშია ჯაბა, ბასილი II // ივანე ჯავახიშვილი : ენციკლოპედიური ლექსიკონი / მთ. რედ. მეტრეველი რ., თბ.: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2002. — გვ. 179–180, ISBN 99928-929-8-6.