თორმეტი პატრიარქის აღთქმა

ეს არის გამოქვეყნებული ვერსია, შემოწმებული 19 დეკემბერი 2023. არსებობს შემოუწმებელი რედაქტირება ფაილებში ან თარგებში.

თორმეტი პატრიარქის აღთქმააპოკრიფული ლიტერატურის ნიმუში. ითვლება, რომ ეს არის ფსევდოგრაფიული ნაწარმოები. იგი შედის 1666 წელს გამოსულ ოსკანის ბიბლიაში. მსგავსი წერილების ფრაგმენტები აღმოჩენილ იქნა ქუმრანში, მაგრამ მოსაზრებები იყოფა იმის შესახებ, არის თუ არა ეს იგივე ტექსტები.

„თორმეტი პატრიარქის აღთქმის“ 1917 წლის გამოცემა.

მიჩნეულია, რომ ტექსტები დაიწერა ებრაულად ან ბერძნულად, ხოლო რა ფორმითაც მათ დღემდე მოაღწიეს საბოლოოდ ფორმირდა ჩვ.წ II საუკუნეში. იგი მე-13 საუკუნეში დასავლურმა სამყარომ ლინკოლნის ეპისკოპოს რობერტ გროსეტესტის მეშვეობით გაიცნო[1]. ნაწარმოების ლათინურენოვანმა თარგმანმა მალევე მოიპოვა პოპულარობა რომის იმპერიაში. რობერტს სჯეროდა, რომ ეს იყო იაკობის თორმეტი ვაჟის მიერ შექმნილი ნაშრომი, რითიც უშუალო კავშირი მყარდებოდა ებრაულ წინასწარმეტყველებასა და ქრისტიანობას შორის. აქედან გამომდინარე, ეპისკოპოსმა რობერტმა ებრაელები თავის დროზე აღთქმის ამ ტექსტების დამალვაში დაადანაშაულა, რამდენადაც მათ არ სურდათ მაცხოვრის ნამდვილი წინასწარმეტყველებების გამოაშკარავება.

  1. J. Davila. "A Difficult Case: The Testaments of the Twelve Patriarchs." Summary of lecture delivered on Feb. 20, 1997. Accessed Mar. 10, 2008.