კლემენტ I

რომის პაპი მე-4 საუკუნეში

კლემენტ I (ლათ. Clemens Romanus I) (დ. უცნობია — გ. 97 ან 99) — რომის ეპისკოპოსი 88 ან 90 წლიდან. მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 25 ნოემბერი, ახალი სტილით — 8 დეკემბერი.

კლემენტ I

ბიოგრაფია რედაქტირება

მღვდელმოწამე კლემენტი რომში დაიბადა იმპერატორ ტიბერიუსის (14–27) დროს. მამამისი, ფავსტო, მდიდარი და დიდებული წარმართი იყო, დედა — საოცრად მომხიბლავი მათიდია კი — იმპერატორის ახლო ნათესავი. ცოლ-ქმარს ორი ტყუპი ძე ჰყავდა, კლიმენტი მათი ნაბოლარა ვაჟი იყო. ოჯახი მშვიდად ცხოვრობდა, მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ მათთან დასახლდა ფავსტოს ძმა, რომელმაც, მათიდიასადმი ვნებით შეპყრობილმა და ქალის სიმტკიცით გაბოროტებულმა, მისი შეურაცხყოფა დაიწყო. მათიდიამ არ ისურვა ქმრისთვის გაემხილა ავკაცის მზაკვრობა, და გადაწყვიტა, თვითონ განშორებოდა იქაურობას. მან მეუღლეს თხოვა, ათენში გადასულიყო საცხოვრებლად. ხანგრძლივი და დაჟინებული თხოვნის შემდეგ ფავსტომ მდიდრული ხომალდი აუგო მეუღლეს და უფროს შვილებთან ერთად ათენში გაგზავნა. რამდენიმე დღის შემდეგ საშინელი ქარიშხალი ამოვარდა, აბობოქრებულმა ზღვამ ხომალდი იმსხვერპლა, გონდაკარგული მათიდია კი ნაპირზე გამორიყა. აქ იგი შეიფარა ერთმა კეთილმა ქვრივმა დედაკაცმა, რომელიც ცდილობდა, შვილების დაღუპვით გამოწვეული მწუხარება შეემსუბუქებინა მისთვის. მათიდიას უფროსი ძეები — ფავსტო და ფავსტიანე ზღვის მეკობრეებმა თავიანთ გემზე აიყვანეს და კესარიაში მონებად მიჰყიდეს ერთ კეთილმსახურ ქალს, რომელიც ღვიძლი შვილებივით ზრდიდა მათ. ძმებს ყოველგვარ მეცნიერებას ასწავლიდნენ. ისინი ქრისტეს მოძღვრებასაც გაეცნნენ და მოინათლნენ, შემდეგ კი მათ ქვეყანაში საქადაგებლად ჩასულ პეტრე მოციქულს დაემოწაფნენ.

მამამ არაფერი იცოდა მომხდარის შესახებ. სხვადასხვა გარემოებათა გამო მან მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ შეიტყო, რომ მისი ცოლ-შვილი ათენში არ ჩასულა და უკვალოდ გაქრა. საშინლად დამწუხრებულმა ფავსტომ პატარა კლემენტი ერთგულ მონებს მიაბარა აღსაზრდელად, თვითონ კი დაკარგული ცოლ-შვილის საძებრად გაეშურა.

მშობლებს მოწყვეტილი კლემენტი რომში იზრდებოდა. მან ბრწყინვალე განათლება მიიღო, ფუფუნებით იყო გარემოცული, მაგრამ ახლობლების დაკარგვით დადარდიანებულმა ყმაწვილმა დაიწყო ფიქრი იმაზე, თუ რა ელოდა ადამიანს სიკვდილის შემდგომ და ცდილობდა ცხოვრების არსს ჩასწვდომოდა. როცა დედაქალაქამდე მიაღწია ცნობებმა ქრისტესა და მის სწავლებაზე, ნეტარმა დატოვა სახლი, მამული და იქით გაეშურა, სადაც მოციქულები ქადაგებდნენ. ალექსანდრიაში კლემენტი მოციქულ ბარნაბას შეხვდა, შემდეგ კი პალესტინაში ჩავიდა, პეტრე მოციქულის ხელით მოინათლა და მისი მოსწავლე, განუყრელი თანამგზავრი და მისი ღვაწლისა და ტანჯვით სავსე ცხოვრების მუდმივი თანაზიარი გახდა. პეტრეს თან ახლდნენ კლემენტის ძმები ფავსტო და ფავსტიანეც, მაგრამ მათ, ბუნებრივია, ერთმანეთი ვერ იცნეს.

ლიტერატურა რედაქტირება

  • (1937) The First Epistle of Clement to the Corinthians. London: Society for the Promotion of Christian Knowledge. 
  • (1964) The Apostolic Fathers. New York: Nelson. 
  • Loomis, Louise Ropes (1916). The Book of Popes (Liber Pontificalis). Merchantville, NJ: Evolution Publishing. ISBN 1-889758-86-8.
  • Lightfoot, J.B. (1890). The Apostolic Fathers. London: Macmillan. 
  • Meeks, Wayne A. (1993). The origins of Christian morality : the first two centuries. New Haven: Yale Univ. Press. ISBN 0-300-05640-0. 
  • Richardson, Cyril Charles (1943). Early Christian Fathers, The Library of Christian Classics. Philadelphia: Westminster Press. 
  • Staniforth, Maxwell (1968). Early Christian writings. Baltimore: Penguin. 

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
წინამორბედი:
ანაკლეტუსი
რომის პაპი

8890
შემდეგი:
ევარისტუსი