ამონიოს საკა
ამონიოს საკა (ბერძ. Ἀμμώνιος Σακκᾶς; დ. დაახლ. 175 — გ. დაახლ. 242) — ალექსანდრიელი ფილოსოფოსი. პლოტინეს, ლონგინეს, წარმართი ფილოსოფოსი ორიგენეს და, როგორც ფიქრობენ, ქრისტიან ორიგენეს მასწავლებელი, ნეოპლატონიზმის მამამთავარი. წერილობითი თხზულებები არ დაუტოვებია. პორფირიოსის გადმოცემით, ქრისტიანობა მიიღო, მაგრამ შემდეგ ისევ დაუბრუნდა წარმართობას.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 401.