სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ იოანე.

იოანე ზონარა (ბერძ. Ἰωάννης Ζωναρᾶς; დ. წელი უცნობია, — 1159 წლის შემდეგ) — ბიზანტიის პოლიტიკური მოღვაწე, მწერალი და ისტორიკოსი. იყო იმპერატორ ალექსი I კომნენოსის წარჩინებული კარისკაცი. ავტორია „შემოკლებული ისტორიისა“, რომელიც მოიცავს მსოფლიო ისტორიას ქვეყნის დასაბამიდან 1118 წლამდე. ფართოდ იყენებს ანტიკური და შუა საუკუნეების ავტორებს. განსაკუთრებით ბევრ ორიგინალურ მასალას გვაწვდის მისი თხზულება XI-XII საუკუნეების მიჯნის ბიზანტიის ისტორიისათვის. იოანე ზონარას თხზულებაში საკმაოდ ბევრი მასალაა საქართველოს შესახებ (პომპეუსის ლაშქრობა, იოანე ოქროპირის გადასახლება ბიჭვინთაში, ლაზიკის მეფე წათეს შესახებ და სხვ.). იგი უმთავრესად სხვა ავტორთა ცნობებს იმეორებს, მაგრამ დამატებითი მონაცემებითაც ავსებს. იოანე ზონარამ შეადგინა აგრეთვე კანონიკური სამართლის კრებული კომენტარებით, განმარტებითი ლექსიკონი; წერდა საეკლესიო ლექსებს.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება