სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ იოანე.

იოანე მოსხი (დ. 550— გ. 634) — ბიზანტიელი პროზაიკოსი, საეკლესიო მოღვაწე. მისი უაღრესად პოპულარული ნოველების კრებულს ბერძნულად ეწოდება „ლიმონარი“ („მდელო“), ქართულად — „სამოთხე“. როგორც ბერძნული „ლიმონარის“, ისე ქართული „სამოთხის“ დღესდღეობით ცნობილი უძველესი ხელნაწერები X საუკუნისაა. გამოითქვა მოსაზრება, რომ „სამოთხე“ ბერძნულიდან კი არ თარგმნილა, არამედ ორიგინალურ ნაწარმოებთა კრებულია და ნოველები ერთიმეორეზე დამოუკიდებლად დაიწერა ბერძნულადაც და ქართულადაც ერთი და იმავე პირის, იოანე მოსხის მიერ. იოანე მოსხს ბიზანტიელები უწოდებდნენ მესხს, ანუ ქართველს.

ლიტერატურა

  • ს. ყაუხჩიშვილი. ბიზანტიური ლიტერატურის ისტორია, გვ. 236-246 – 1973.