პეტრე I (ალექსანდრიის პატრიარქი)
პეტრე I ალექსანდრიელი (ბერძ. Πέτρος Αλεξανδρείας) (გ. 25 ნოემბერი, 311) — ალექსანდრიის მართლმადიდებელი ეკლესიის მე-17 პაპი და პატრიარქი. წმინდანად არის შერაცხილი რომის კათოლიკური ეკლესიის, მართლმადიდებელი ეკლესიისა და კოპტური ეკლესიის მიერ[1]. წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 25 ნოემბერი, ახალი სტილით - 8 დეკემბერი.
პეტრე I Πέτρος Α΄ | |
---|---|
დაიბადა |
III საუკუნე ალექსანდრია |
გარდაიცვალა |
25 ნოემბერი, 311 ალექსანდრია |
ხსენების დღე | 25 ნოემბერი |
მოღვაწეობა | მღვდელი |
ენა | ძველი ბერძნული ენა |
ბიოგრაფია
რედაქტირებაპეტრე ალექსანდრიელი ალექსანდრიაში დაიბადა და აღიზარდა. ღრმად განსწავლული მამა ალექსანდრიის სასწავლებელს განაგებდა. 300 წელს მან თავისი მასწავლებლისა და სულიერი მოძღვრისგან - წმინდა თეონასგან ალექსანდრიის ეკლესიის მესაჭეობა მიიღო. იმპერატორ დიოკლეტიანესა და მაქსიმინუსის მიერ (284-305) ქრისტიანთა დევნისას, პეტრე ალექსანდრიელი ქალაქიდან განდევნეს. მან იმპერიის მრავალი ოლქი შემოიარა, ბოლოს კი ისევ დაუბრუნდა მშობლიურ ქალაქს, რათა რთული ოერიოდის განმავლობაში პირადად ეხელმძღვანელა ალექსანდრიის ეკლესიისათვის.
დევნისა და შევიწროების მიუხედავად ალექსანდრიის ეკლესია პეტრე ალექსანდრიელის ბრძნული ხელმძღვანელობით მტკიცდებოდა და იზრდებოდა. ბოლოს იმპერატორ მაქსიმიანე გალერიუსის (305-311) ბრძანებით მღვდელმთავარი შეიპყრეს. მთელი ხალხი შეიკრიბა საპყრობილის კარებთან მღვდელმთავრის დასახმარებლად. წმინდა პეტრემ, რომელსაც სურდა, თავიდან აეცილებინა სახალხო ჯანყი და სისხლისღვრა, ხელისუფალს წერილობით შესთავაზა, ციხის უკანა კედელი გაერღვიათ და ხალხისგან ფარულად გაეყვანათ იგი სიკვდილით დასასჯელად. ღამის უკუნში წმინდა მწყემსმთავარი ქალაქის გალავანს გადაღმა გაიყვანეს და სწორედ იმ ადგილას მოჰკვეთეს თავი, სადაც ადრე წმინდა მოციქული მარკოზი დასაჯეს სიკვდილით. ეს მოხდა 311 წელს. დილით ქალაქმა შეიტყო წმიდა მღვდელმთავრის მოწამეობრივი აღსასრული. მორწმუნეებმა უფლის სათნომყოფლის ცხედარი ეკლესიაში დააბრძანეს, სამღვდელმთავრო სამოსით შემოსეს და წესის აგების დროს შემაღლებულ ადგილას დასვეს.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- წმიდანთა ცხოვრება, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.
- Severus of Al'Ashmunein (Hermopolis). "History of the Patriarchs of the Coptic church of Alexandria, Part 2, Chap. 6: Peter I, the seventeenth patriarch (300-311)". Patrologia Orientalis(1904). 1: 383–518 (pp.119–256 of text). Retrieved 2007-12-08
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Herbermann, Charles, ed. (1913). "St. Peter of Alexandria". Catholic Encyclopedia. New York: Robert Appleton Company