ანდრონიკე I (ბიზანტია)

ანდრონიკე I – (ინგლ. Andronikos; დ. დაახ.1118 – გ. სექტემბერი, 1185, კონსტანტინეპოლი) ბიზანტიის იმპერატორი 1183-1185 ალექსი I კომნენოსის შვილიშვილი. იმპერატორად გამოაცხადეს იმპერატორ მანუელ I-ის სიკვდილის შემდეგ კონსტანტინეპოლში მომხდარი აჯანყების (1181) მონაწილეებმა და წარჩინებულთა ნაწილმა. თავდაპირველად ანდრონიკე ქვეყანას მართავდა როგორც მანუელის ძის, ალექსი II-ის რეგენტი. 1183 ანდრონიკე I-მა მოაკვლევინა ალექსი II. ცოლად შეირთო მისი ქვრივი და ქვეყნის ერთპიროვნული მმართველი გახდა. ანდრონიკე I ცდილობდა წინ აღდგომოდა ლათინთა ბატონობას. ანდრონიკე I-ის პოლიტიკამ დიდებულთა უკმაყოფილება გამოიწვია. ლათინთა მიერ თესალონიკეში 1185 მოწყობილმა ბერძენთა ჟლეტამ და სიცილიელ ნორმანთა წინააღმდეგ ანდრონიკე I-ის ლაშქრობის წარუმატებლობამ გაამძაფრა უკმაყოფილება იმპერატორის მიმართ. გაბატონებულმა ფენამ კონსტანტინეპოლში აჯანყება მოაწყო. ანდრონიკე I თანამდებობიდან ჩამოაგდეს და წამებით მოკლეს.

ანდრონიკე I
Ανδρόνικος Α’ Κομνηνός
ბიზანტიის იმპერიის იმპერატორი
კორონაცია: 24 სექტემბერი 1183
მმართ. დასაწყისი: 24 სექტემბერი 1183
მმართ. დასასრული: 12 სექტემბერი 1185
წინამორბედი: ალექსი II კომნენოსი
მემკვიდრე: ისააკ II ანგელოსი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1118
დაბ. ადგილი: კონსტანტინოპოლი
გარდ. თარიღი: 12 სექტემბერი 1185
გარდ. ადგილი: კონსტანტინოპოლი
მეუღლე: ანა
შვილები: მანუელ კომნენოსი
იოანე კომნენოსი
მარია კომნენოსი
ალექსი კომნენოსი
ირინა კომნენოსი
დინასტია: კომნენოსები
მამა: ისააკ კომნენოსი
დედა: კატა
რელიგია: მართლმადიდებლობა

ლიტერატურა

რედაქტირება
  • გოზალიშვილი გ. ქსე, ტ. 1, გვ. 451-452, თბილისი, 1975 წ.