ალექსი II კომნენოსი (ბერძ. Αλέξιος Β’ Κομνηνός; დ. 10 სექტემბერი, 1169; კონსტანტინოპოლი — გ. ოქტომბერი, 1183; კონსტანტინოპოლი) — ბიზანტიის იმპერატორი 1180-1183 წლებში. მანუელ I კომნენოსისა და მარია ანტიოქიელის ვაჟი. მამამისის გარდაცვალების შემდეგ რეგენტი და ფაქტობრივი მმართველი გახდა ალექსის დედა, მარია, რომელმაც შვილი ძალაუფლებას ჩამოაშორა. ზოგადად, ალექსი II-ის მმართველობა ხასიათდება შიდა დაპირისპირებებითა და გართულებული საგარეო მდგომარეობით, რომელზეც ბიზანტია შესაბამის რეაგირებას ვერ ახდენდა. იმპერატორი მოკლეს 1183 წელს 14 წლის ასაკში.

ალექსი II კომნენოსი
Αλέξιος Β’ Κομνηνός
ბიზანტიის იმპერიის იმპერატორი
მმართ. დასაწყისი: 24 სექტემბერი, 1180
მმართ. დასასრული: ოქტომბერი, 1183
წინამორბედი: მანუელ I კომნენოსი
მემკვიდრე: ანდრონიკე I კომნენოსი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 10 სექტემბერი, 1169
დაბ. ადგილი: კონსტანტინოპოლი
გარდ. თარიღი: ოქტომბერი, 1183 (14 წლის)
გარდ. ადგილი: კონსტანტინოპოლი
დინასტია: კომნენოსთა
მამა: მანუელ I კომნენოსი
დედა: მარია ანტიოქიელი

ლიტერატურა

რედაქტირება
წინამორბედი:
მანუელ I კომნენოსი
ბიზანტიის იმპერატორი
1180-1183
შემდეგი:
ანდრონიკე I კომნენოსი