ქურთის მუნიციპალიტეტის ძეგლების სია

ქურთის მუნიციპალიტეტის ობიექტების/ძეგლების სიაში წარმოდგენილია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტები, რომელთა ნაწილს კანონით დადგენილი წესით მიენიჭათ კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი. უძრავი ძეგლის სტატუსის მქონე ობიექტების ნაწილს ასევე განსაზღვრული აქვს ეროვნული კატეგორია. ქურთის მუნიციპალიტეტის მასშტაბით კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებული ობიექტები იყოფა 3 ჯგუფად:

  1. ობიექტები სტატუსის გარეშე
  2. კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლები
  3. ეროვნული კატეგორიის მქონე უძრავი ძეგლები

ქურთის მუნიციპალიტეტის ძეგლების სია

რედაქტირება

სურათი ობიექტის დასახელება სახელმწიფო რეესტრის
ნომერი
აგების თარიღი ობიექტის მდებარეობა სტატუსი კატეგორია
1 აბოწმინდის ეკლესია განვითარებული შუა საუკუნეები ზემო აჩაბეთი, დასავლეთით 1კმ.
2 ანძისის ეკლესია შუა საუკუნეები ანძისი, ჩრდილო-დასავლეთით 1კმ.
3   აჩაბეთის ციხე 1931 XVI საუკუნე ზემო აჩაბეთი ძეგლი ეროვნული კატეგორიის ძეგლი
4 ბორცვისჯვარის ეკლესია 1952 განვითარებული შუა საუკუნეები ტბეთი, ჩრდილოეთით 2 კმ. ძეგლი
5 გალუანთის ღვთისმშობლის ნაეკლესიარი გალუანთა, ჩრდილო-აღმოსავლეთით 0.8 კმ.
6 გუჯაბაურის ღვთისმშობლის ეკლესია გვიანი შუა საუკუნეები გუჯაბაური
7   თირის მონასტერი 1961 XIII საუკუნე თირი ძეგლი ეროვნული კატეგორიის ძეგლი
8 ზალდის მარიამწმინდის ნაეკლესიარი ზალდა
9 ზალდის ღვთისმშობლის ეკლესია 1820 წელი ზალდა
10 ზალდის წმინდა გიორგის ეკლესია 1929 განვითარებული შუა საუკუნეები ზალდა, ჩრდილო-აღმოსავლეთით 2-3 კმ. ძეგლი
11 ზალდის წმინდა გიორგის ნაეკლესიარი ზალდა, ჩრდილო-დასავლეთით.
12 ზაქარწმინდის ნაეკლესიარი 6114 შუა საუკუნეები სვერი, აღმოსავლეთით 0.8კმ. ძეგლი
13 ზემო აჩაბეთის წმინდა ესტატეს ეკლესია 6104 VII-IX საუკუნეები ზემო აჩაბეთი, აღმოსავლეთ განაპირას. ძეგლი
14 ზემო აჩაბეთის წმინდა კვირიკეს ეკლესია 6106 გვიანი შუა საუკუნეები ზემო აჩაბეთი ძეგლი
15 თამარაშენის გრიგოლწმინდის ეკლესია 6141 გვიანი შუა საუკუნეები თამარაშენი ძეგლი
16 თამარაშენის მაცხოვრის ეკლესია გვიანი შუა საუკუნეები თამარაშენი
17 კეხვის ცილინდრული კოშკი 6106 გვიანი შუა საუკუნეები კეხვი ძეგლი
18 კეხვის წინა დედაღვთისა 1939 განვითარებული ფეოდალური ხანა. კეხვი ძეგლი
19 კეხვის წმინდა გიორგის ეკლესია გვიანი შუა საუკუნეები კეხვი
20 კეხვის წმინდა გიორგის ეკლესია (ადრე შუა საუკუნეები) ადრე შუა საუკუნეები კეხვი
21 რუსთავის მთავარანგელოზის ეკლესია განვითარებული შუა საუკუნეები რუსთავი
22 სპარსეთის წმინდა გიორგის ეკლესია 1965 განვითარებული შუა საუკუნეები ძარწემი, ჩრდილო-აღმოსავლეთით 4-5კმ. ძეგლი
23 ტბეთის კოშკი 1951 გვიანი შუა საუკუნეები ტბეთი, ჩრდილოეთით 2.5 კმ. ძეგლი
24 ქემერტის გერის ძმის ეკლესია გვიანი შუა საუკუნეები ქემერტი, სასაფლაოზე.
25 ქემერტის კოშკი XVIII საუკუნე ქემერტი
26 ქემერტის მინდიაანთ კოშკი გვიანი შუა საუკუნეები ქემერტი
27 ქემერტის ოთიაანთ უბნის კოშკი შუა საუკუნეები ქემერტი, ოთიაანთ უბანი.
28 ქემერტის წმინდა გიორგის ეკლესია IX-X ქემერტი, ოთიაანთ უბანი.
29 ქვემო აჩაბეთის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია 6111 გვიანი შუა საუკუნეები ქვემო აჩაბეთი ძეგლი
30 ქურთის სამების წმინდა გიორგის ეკლესია XIX საუკუნე ქურთა
31 ღრუბელას მიქელ-გაბრიელის ნიში ღრუბელა
32 ძარწემის გალავნები განვითარებული შუა საუკუნეები ძარწემი, სამხრეთ-დასავლეთით 1კმ.
33 ძარწემის წმინდა გიორგის ეკლესია 1966 X-XII საუკუნეები ძარწემი ძეგლი
34 ჭალისუბნის კვირაცხოვლის ეკლესია VII-IX საუკუნეები ჭალისუბანი
35 ხეთაგაანთ კოშკი გვიანი შუა საუკუნეები სვერი, ხეთაგაანთ უბანი.
36 ხეითის კოშკი გვიანი შუა საუკუნეები ხეითი, დაკაძიანთ უბანი.
37 ხეითის ლიახვისპირა კოშკი XVII-XVIII საუკუნეები ხეითი, ლიახვის მარცხენა ნაპირზე.
38 ხეითის მაცხოვრის ეკლესია XVII-XVIII საუკუნეები ხეითი, დოკაძიანთ უბანი.
39 ხეითის საბაწმინდის ეკლესია 6137 X საუკუნის I ნახევარი ხეითი ძეგლი ეროვნული კატეგორიის ძეგლი
40 ხეითის ღვთისმშობლის ეკლესია განვითარებული შუა საუკუნეები ხეითი, ბუგიაანთუბანი.
41 ხეითის ძელისცხოვლის ეკლესია VIII-XIX საუკუნეები ხეითი, ზუბაანთუბანი.
42 ხეითის ჯვარპატიოსნის ეკლესია განვითარებული შუა საუკუნეები ხეითი
43 ხუციურის ეკლესია შუა საუკუნეები ზემო აჩაბეთი, დასავლეთი 1.5 კმ.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • შიდა ქართლი, პატარა და დიდი ლიხვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება