ხეითის ღვთისმშობლის ეკლესია

ხეითის ღვთისმშობლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ქურთის მუნიციპალიტეტის ცხინვალის რეგიონში, სოფელ ხეითში, ბუგიაანთუბანი. განვითარებული შუა საუკუნეებში.

ეკლესია დგას ბუგიაანთ უბანში. ძეგლი ნაგებია სხვადასხვა ზომის რიყის ქვით სქელ დუღაბზე. ფასადებისათვის და კარ-სარკმლისათვის გამოყენებულია მოღვინისფ-რო თლილი ქვის კვადრები.

დარბაზული ეკლესია გეგმით სწორკუთხედს წარმოადგენს, აღმოსავლეთით ნახე-ვარწრიული აბსიდით, რომლის ცენტრში გაჭრილია ვიწრო თაღოვანი სარკმელი. სა-რკმლის ძირში ტრაპეზის ქვაა. ჩრდილოეთით თაღოვანი, ხოლო სამხრეთით სწორკუ-თხა ნიშებია. სატრიუმფო თაღი აბსიდის მხრებს ეყრდნობა. საკურთხევლის წინ ხის კანკელი და ორსაფეხურიანი სოლეაა. კანკელი მოხატულია.

ნახევარცილინდრული კამარის საბრჯენი თაღები ორსაფეხურიან პილასტრების კაპიტელებს ეყრდნობა. კონქი და კამარა გადაყვანილია ხის არმატურით, რომელიც შემდეგ შელესილია ბათქაშით.

ინტერიერი ნათდება აღმოსავლეთის და სამხრეთის თაღოვანი და დასავლეთის სწორკუთხა სარკმლებით. სამხრეთი სარკმელი ნაოთხალია. იატაკი ამოვსებულია მი-წით. მსგავსი ორნამენტული მოტივი აღმოსავლეთი სარკმლის ქვედა ნაწილშიც არ-ის.

სამხრეთი შესასვლელი თაღოვანია, რომელსაც ტიმპანის ქვა აქვს. თაღი მორთუ-ლია ორნამენტით. ფასადები მოკლებულია დეკორატიულ მორთულობას. კარნიზი მარტივპროფილიანია. საბურავად გამოყენებულია კრამიტი. ეკლესიის გარშემო შემორჩენილია გალავნის ფრაგმენტები. ძეგლი დაზიანებულია.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • შიდა, ქართლი, პატარა და დიდი ლიხვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ. 254-255