ზალდა
ზალდა — სოფელი საქართველოში, ქურთის მუნიციპალიტეტში, ქემერტის თემში. მდებარეობს გუდისის ქედის სამხრეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 1960 მეტრი, ცხინვალიდან 15 კილომეტრი, ქურთიდან 10 კმ., ძარწემიდან 6 კმ. საბჭოთა პერიოდში შედიოდა ცხინვალის რაიონში, განვითარებული იყო მემინდვრეობა და მებაღეობა.
2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 302.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 475.