კეხვის წმინდა გიორგის ეკლესია (ადრე შუა საუკუნეები)
კეხვის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ქურთის მუნიციპალიტეტის სოფელ კეხვში. აგებულია შუა საუკუნეებში.
დარბაზული ეკლესია ჩრდილოეთი მინაშენით, ნაგებია შერეული მასალით — რიყის, ყორე და თლილი ქვით. იგი ძლიერ დაზიანებულია: საერთოდ არ არსებ-ობს დასავლეთი კედელი, დანარჩენები კი 2 მეტრის სიმაღლეზეა შემორჩენილი. დარბაზს აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდა აქვს. ძირითად სივრცესა და ჩრდილოეთის მინაშენს შორის კედელი დანგრეულია. მინაშენი აღმოსავლეთით სწორკუთხად მთავრდება, ცენტრში კი თლილი ქვების ჩარჩოიანი სარკმელია. და-რბაზის აბსიდში დგას ტრაპეციის ფორმის ქვის ტრაპეზი.
ლიტერატურა
რედაქტირება- შიდა, ქართლი, პატარა და დიდი ლიხვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ., 129-130