ზალდის მარიამწმინდის ნაეკლესიარი

ზალდის მარიამწმინდის ნაეკლესიარი — არქიტექტურის ძეგლი, საკულტო ნაგებობა ქურთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზალდაში, უბანი „ღოღაანთი“. აგების თარიღი უცნობია.

„ღოღაანთ” უბანში, მაღალ ბორცვზე შემორჩენილია ეკლესიის ნანგრევები. გაუთხრელად თარიღისა და გეგმის დადგენა არ ხერხდება. მიმობნეულია უამრავი თლილი შირიმის ქვის კვადრები. მის გარშემო ბზის კორომია.

ლიტერატურა რედაქტირება

  • შიდა ქართლი, პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ. 76