ხეითის ჯვარპატიოსნის ეკლესია

ხეითის ჯვარპატიოსნის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ქურთის მუნიციპალიტეტის ცხინვალის რეგიონში, სოფელ ხეითში. განვითარებულია შუა საუკუნეებში.

ეკლესია ნაგებია სხვადასხვა ზომის რიყის ქვით სქელდუღაბზე. ფასადების კუთხეებზე და კარ-სარკმლებზე გამოყენებულია თლილიქვის კვადრები. წყობა შერეულია. დარბაზული ეკლესია გეგმით სწორკუთხედს წარმოადგენს, აღმოსავლეთით დასრულებულია ნახევარწრიული აბსიდით, რომლის ცენტრში გაჭრილია ვიწრო თაღო-ვანი სარკმელი. ჩრდილოეთით თაღოვანი ნიშია. ნახევარ სფერულკ ონქში შემორჩენი-ლია მოხატულობის კვალი. სატრიუმფო თაღი აბსიდის მხრებს ეყრდნობა. გრძივი კედლები წყვილი პილასტრის საშუალებით თანაბარნაწილად იყოფა. ნახევარ ცილინდრული კამარის საბრჯენი თაღები პილასტრების მარტივად პროფილი-რებულ კაპიტელებს ეყრდნობა. ჩრდილოეთი კედლის პილასტრის ქვედა ნაწილში ექ-ვს სტრიქონიანი ასომთავრული წარწერაა.

ინტერიერი ნათდება აღმოსავლეთის, სამხრეთის და დასავლეთის თაღოვანის არკმლებით, აქედან დასავლეთისა ამოქოლილია. კედლები შელესილია კირით. თაღოვანი შესასვლელი სამხრეთიდანაა, რომელსაც ტიმპანის ქვა აქვს. ტიმპანის ცენტრში ბოლნური ჯვარია გამოსახული. აღმოსავლეთ სარკმელს ორმაგი ლილვი აჩარჩოებს. სარკმლის ორივე მხარეს კრონშტეინებია. დანარჩენი ფასადები სადაა. ეკლესია დგას ერთსაფეხურიან ცოკოლზე. კარნიზი მარტივპროფილიანია. საბურავად გამოყენებულია კრამიტი. ნაგებობის გარშემო შემორჩენილია გალავნის ფრაგმენტები. ეკლესიის იატაკი აყრილია; კონქი დაბზარულია. სახურავზე ამოსულია დიდი ზომის მცენარეები.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • МеписашвилиР., ЦинцадзеВ., ПамятникиУ-Х1 вв. Вкн.:"АрхитектуранагорнойчастиисторическойпровинцииГрузии - Шида-Картли", Тб., 1975, стр.132.
  • შიდა, ქართლი, პატარა და დიდი ლიხვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ. 259260