ჭალისუბნის კვირაცხოვლის ეკლესია
ჭალისუბნის კვირაცხოვლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ქურთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალისუბანში. აგებულია გარდამავალ ხანაში, VIII-IX საუკუნეებში.
ეკლესია ნაგებია ფლეთილი ქვით დუღაბზე. გეგმით მართკუთხედს წარმოადგენს. აღმოსავლეთით გაჭრილია სწორკუთხა სარკმელი, რომლის ძირში ტრაპეზის ქვა დგას. ეკლესიის კამარა ნახევარცილინდრულია. ჩრდილოეთ და დასავლეთ კედლებში მოთავსებულია სწორკუთხა ნიშები. სამხრეთი შესასვლელი არქიტრავულია. კარი ნაოთხალია. ინტერიერი ამოვსებულია მიწით. ეკლესიის ფასადები სადაა. ძეგლის გარშემო შემორჩენილია გალავნის ფრაგმენტები. ეკლესია ძლიერ არის დაზიანებული.
ლიტერატურა
რედაქტირება- შიდა, ქართლი, პატარა და დიდი ლიხვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ. 240-241