ხეითის ძელისცხოვლის ეკლესია
ხეითის ძელისცხოვლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ქურთის მუნიციპალიტეტის ცხინვალის რეგიონში, სოფელ ხეითში, ზუბაანთუბანი. აგებულია XIII-XIV საუკუნეებში.
ეკლესია დგას მაღალ მთაზე. ნაგებია მოწითალო ფერის კარგად თლილი ქვის კვადრებით. წყობა სწორხაზოვანია.
დარბაზული ეკლესია გეგმით სწორკუთხედს წარმოადგენს, აღმოსავლეთით ნახე-ვარწრიული აბსიდით, რომლის ცენტრში გაჭრილია მაღალი, თაღოვანი სარკმელი. ჩრდილოეთით და სამხრეთით თაღოვანი ნიშებია მოთავსებული. სარკმლის ძირში მა-სიური ტრაპეზის ქვაა. ნახევარსფერულ კონქში მაცხოვრის ფრესკაა.
აბსიდი მოხატულია წმ.ნიკოლოზის, წმ.გრიგოლის, წმ.იოანეს და წმ.ვლადიმერის ფრესკული პორტრეტებით. პორტრეტები კედლის მთელ სიგრძეზეა განთავსებული.
სატრიუმფო თაღი აბსიდის მხრებს ეყრდნობა. საკურთხევლის წინ ხის კანკელი და ორსაფეხურიანი სოლეაა.
გრძივ კედლებს წყვილი პილასტრი თანაბარ ნაწილებად ჰყოფს. ნახევარცილინდ-რული კამარის საბრჯენი თაღები პილასტრების კაპიტელებს ეყრდნობა. კამარა და კედლები მოხატულია. ოთხივე კედელს დაბალი კარნიზი მიუყვება. იატაკი მოგებუ-ლია ქვის დიდი ზომის კვადრებით. ინტერიერი ნათდება დასავლეთის, სამხრეთის და აღმოსავლეთის მაღალი თაღოვა-ნი სარკმლებით, აქედან დასავლეთისა ორჭრილიანია. სამხრეთი შესასვლელი თაღოვანია, რომელსაც ტიმპანის ქვა აქვს. შესასვლელი მორთულია მოჩუქურთმებული პორტალით. ტიმპანის ქვაზე ორი როზეტია, რომელთა შუა ჯვრის რელიეფური გამოსახულებაა.
სამხრეთიდან ეკლესიას ორსართულიანი სამრეკლო აქვს. სამრეკლო ღია თაღებით არის გახსნილი. პირველი სართულის თაღები ნახევარწრიულია, მეორესი - შეისრუ-ლი. თაღები ეყრდნობა ოთხკუთხა სვეტების მოჩუქურთმებულ კაპიტელებს.
აღმოსავლეთ სარკმლის ფართო ოლეს ორმაგი ლილვი აჩარჩოებს. ჩრდილოეთი ფასადი სადაა. დასავლეთის ფრონტონში ჯვრის გამოსახულებაა. შეწყვილებულ სარ-კმელს ორმაგი ლილვი აჩარჩოებს. ლილვის ორივე ქვედა ნაწილი კვადრატებით სრულდება, შუა ნაწილი კი ნახევარი წრით არის აქცენტირებული. ფასადის ცენტრ-ის ოდნავ ქვევით, მედალიონია ექვსქიმიანი ვარსკვლავის გამოსახულებით.
აღმოსავლეთით, სამხრეთით და ჩრდილოეთით ერთსაფეხურიანი ცოკოლია, ხოლო დასავლეთით - ორსაფეხურიანი.
კარნიზი თარო-ლავგარდანია. საბურავად გამოყენებულია კრამიტი.
ეკლესიის გარშემო შემორჩენილია გალავნის ფრაგმენტები.
დაზიანებულია ეკლესიის საბურავი, სამრეკლოს სვეტები, პორტალი.
ლიტერატურა
რედაქტირება- МеписашвилиР., ЦинцадзеВ., ПамятникиУ-Х1 вв. Вкн.:"АрхитектуранагорнойчастиисторическойпровинцииГрузии - Шида-Картли", Тб., 1975, стр. 132; 75-77.
- შიდა, ქართლი, პატარა და დიდი ლიხვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ. 261-262