ზალდის წმინდა გიორგის ეკლესია

ზალდის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურის ძეგლი, საკულტო ნაგებობა ქურთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზალდაში, ჩრდილო-აღმოსალეთით 2-3 კმ-ზე. აგებულია IX-X საუკუნეებში.

ეკლესიის საკურთხევლის სარკმლის თავზე ერთსტრიქონიანი ნუსხური წარწე-რაა მოთავსებული: „ქრისტე. გიორგი შეიწყალე“. ეკლესიის ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში ჩაყოლებულია ნუსხურწარწერიანი ქვა. წარწერა რვა სტრიქონიანია: „ქრისტე შე იწყალე გიორგი რპ და ი სა დადვეს საძირკველი ქრონიკონსა“.სამხრეთ-დასავლეთის კუთხეში ჩაყოლებულ ქვაზე, აგრეთვე, ერთსტრიქონიანი ნუსხური წარწერაა: „ქრისტე შეიწყალე ჯბღვლდი“.

აღწერა რედაქტირება

ეკლესია ნაგებია მონაცრისფრო-მოთეთრო ქვიშაქვის კვადრებით, წყობა სწორხაზოვანია.

დარბაზული ეკლესია გეგმით სწორკუთხედს წარმოადგენს, აღმოსავლეთით და-სრულებულია ნახევარწრიული აბსიდით, რომლის ცენტრში გაჭრილია თაღოვანი სარკმელი. სარკმლის ძირში ტრაპეზის ქვაა. სამხრეთით სწორკუთხა ნიშაა. აბსიდა დარბაზისაგან გამოყოფილია შვერილებით.

გრძივი კედლები პილასტრების საშუალებით ორ თანაბარ ნაწილად იყოფა. ინტერიერი ნათდება აღმოსავლეთის თაღოვანი, სამხრეთის და დასავლეთის სწორკუთხა სარკმლებით. იატაკი მოგებულია ქვის ფილებით.

თაღოვანი შესასვლელი სამხრეთიდანაა, რომელსაც ტიმპანის ქვა აქვს. აღმოსა-ვლეთ სარკმლის სათაურის ქვაზე ამოკაწრულია სამკუთხა ორნამენტები. სათაურის მარცხენა კუთხეში ჯვარია ამოკვეთილი.

სამხრეთ შესასვლელის მარჯვნივ, ქვის კვადრზე ბოლნური ჯვრის რელიეფური გამოსახულებაა, ხოლო მარცხნივ - მინოტავრის. მის გვერდით კონუსის ფორმის ქვაზე წმინდანის რელიეფია.

დასავლეთ ფასადის სამხრეთ ნაწილის ქვედა კუთხეში ჩაყოლებულ ქვის კვად-რზე ასომთავრული წარწერაა. ჩრდილოეთი ფასადი სრულიად სადაა. სამხრეთიდან ეკლესიას მინაშენი ჰქონდა. შემორჩენილია მინაშენის საძირკველი. ეკლესიის ჩრდილოეთით 300 მეტრზე ბუნის ქვაში ჩასმული ლომის თავის ქანდაკებაა. ძეგლის გარშემო შემორჩენილია გალავნის ფრაგმენტები. ტექ. მდგ. 1982 წლ. ეკლესიის კამარა და კონქი ჩამოქცეულია; იატაკი აყრილია; კედლები დაბზარულია; დაზიანებულია კარსარკმლები.

ლიტერატურა რედაქტირება

  • შიდა ქართლი, პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ. 77-78
  • მეგრელიძე ი., სიძველეები ლიახვის ხეობაში, თბ., საბჭოთა საქართველო, 1984, გვ. 90-97.