ძარწემის წმინდა გიორგის ეკლესია
ძარწემის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ქურთის მუნიციპალიტეტის ცხინვალის რეგიონში, სოფელ ძარწემში. აგებულია X-XII საუკუნეებში, გვიანდელი გადაკეთებით.
ეკლესია ნაგებია სხვადასხვა ზომის რიყის ქვით, რომელიც შემდეგ შელესილია. კარ-სარკმლებზე გამოყენებულია თლილი ქვები. დარბაზული ეკლესია გეგმით სწორკუთხედს წარმოადგენს, აღმოსავლეთით ნახე-ვარწრიული აბსიდით, რომლის ცენტრში გაჭრილია თაღოვანი სარკმელი. სარკმლის ძირში ტრაპეზის ქვაა. აბსიდის ჩრდილოეთით და სამხრეთით სწორკუთხა ნიშებია. სატრიუმფო თაღი აბსიდის მხრებს ეყრდნობა. საკურთხევლის წინ ხის კანკელი და სოლეაა. კანკელი მოხატულია.
ნახევარცილინდრული კამარის საბრჯენი თაღი პილასტრის კაპიტელებს ეყრდნო-ბა. დასავლეთით მოწყობილია ხის პატრონიკე. ინტერიერი ნათდება აღმოსავლეთის, სამხრეთის და დასავლეთის თაღოვანი სარკმ-ლებით. იატაკი დაგებულია ქართული აგურით. კედლები შელესილ-შეთეთრებულია. სამხრეთი შესასვლელი გარედან არქიტრავული, შიგნიდან - თაღოვანია. კარი ნაოთ-ხალია. არქიტრავის ქვის მარჯვენა ზედა კუთხეში ჩაყოლებულია ორნამენტირებული ქვა (კანკელის ფილის ფრაგმენტი).
ეკლესიას სამხრეთიდან მინაშენი აქვს. მინაშენის ნახევარცილინდრული კამარის საბრჯენი თაღი კრონშტეინებს ეყრდნობა. ამ კრონშტეინებსვე ეყრდნობა ჩრდილოეთ კედელზე გადასული დეკორატიული თაღები. აღმოსავლეთით დიდი ზომის შეისრულ-თაღიანი ნიშაა, რომელშიც გაჭრილია მცირე ზომის სარკმელი. მინაშენში შესასვ-ლელი დასავლეთიდანაა.
ფასადები მოკლებულია დეკორატიულ მორთულობას. კარნიზი მარტივპროფილია-ნია. საბურავად გამოყენებულია კრამიტი. ფასადების მორთულობის დეკორატიული სისტემის მიხედვით ეკლესია განეკუთვ-ნება X-XI საუკუნეებს. ეკლესიას მრავალი შეკეთება-გადაკეთების კვალი ატყვია, რამაც ნაწილობრივ ფა-სადებს დაუკარგა თავდაპირველი სახე. დაზიანებულია ეკლესიის კამარა, სარკმლები, მინაშენის იატაკი. სახურავზე ამო-სულია მცენარეები.
ლიტერატურა
რედაქტირება- კიკნაძე ზ., ქართული მითოლოგია, თბილისი: ბაკმი, 2007. — გვ. 231-232, ISBN 978-99940-27-10-1.
- ШмерлингР., вкн. "МалыеформывархитектуресредневековойГрузии", Тб., АНГССР, 1968, стр. 98.
- შიდა, ქართლი, პატარა და დიდი ლიხვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ. 232-234