სპარსეთის წმინდა გიორგის ეკლესია
სპარსეთის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ქურთის მუნიციპალიტეტის ცხინვალის რეგიონში, სოფელ ძარწემში, სოფლის ჩრდილო-აღმოსავლეთით 4-5 კმ. განვითარებული შუა საუკუნეებში.
ეკლესია დარბაზულია, სამხრეთი მინაშენით. ნაშენია რუხი ტუფის უხეშად და-მუშავებული კვადრებით და დუღაბის სქელი ხსნარით. მთავარი დარბაზი აღმოსავლეთით ოდნავ შებრტყელებული ნახევარწრიული აბსი-დითაა დასრულებული. ცენტრში თაღოვანი სარკმელია. კონქი და კამარა ცილინდ-რული ფორმისაა. ტრიუმფალური თაღი ეყრდნობა კრონშტეინებს. სამხრეთი კრონშ-ტეინის ქვეშ მცირე ზომის სარკმელია. აბსიდში, კედელთან, მიდგმულია მასიური ტრაპეზის ქვა. აბსიდის იატაკი სამი საფეხურით მაღალია დარბაზის იატაკზე. აბსი-და დარბაზისაგან გამოყოფილია ოთხსვეტიანი ქვის კანკელით. სამხრეთ კუთხეში მცირე ზომის სწორკუთხა ნიშია.
სამხრეთი კედლის დასავლეთ ნაწილში სწორკუთხა შესასვლელია. აქ ჩამობმულია ხის მასიური, რკინით შეჭედილი კარები, ასეთივე წირთხლებით. სამხრეთი კედლის აღმოსავლეთ ნახევარს, დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებს ერთსაფეხურიანი ხარის-ხი გაუყვება. დასავლეთი კედლის ზედა, ცენტრალურ ნაწილში თაღოვანი ნიშაა. ეკ-ლესიის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში დგას მრგვალი ფორმის, მასიური ბუნის ქვა, რომელშიც ჩადგმულია ორი მეტრის სიმაღლის ხის ჯვარი. ინტერიერი შელესილ-შეთეთრებულია.
სამხრეთი მინაშენი გარანდულია, ეკლესიის ფასადსა და მინაშენს შორის საკმაოდ შესამჩნევი ღიობებია. მინაშენი შუაში გადატიხრულია ორ ნაწილად. დასავლეთ ნა-წილის სამხრეთ კედელში შიგნიდან თაღოვანი და გარედან არქიტრავული შესასვ-ლელია (არქიტრავი ჩამოვარდნილია). შესასვლელს რკინის ფირფიტებით შეჭედილი კარები აქვს. დასავლეთ კედლის ცენტრში მცირე ზომის, სწორკუთხა ფორმის სარკ-მელია; სამხრეთით - ნიში. მინაშენის ტიხარში დაბალი, სწორკუთხა წირთხლებიანი შესასვლელია. მინაშენის აღმოსავლეთი ნაწილი უაბსიდოა. აღმოსავლეთ კედელში მცირე ზომის სარკმელია. მინაშენი ნახევარკამარითაა გადახურული. ნაშენია ფლე-თილი ქვით.
ყველა ფასადი ნაშენია რუხი ფერის ტუფის უხეშად დამუშავებული კვადრებით. ეკლესიას შემოუყვება სწორკუთხა პროფილიანი, მარტივი კარნიზი. დასავლეთი სარ-კმლის გვერდებზე და თავზე ბაზიანი ჯვრებია გამოსახული. ეკლესიას და მინაშენს ერთიანი გადახურვა აქვს. საბურავ მასალად კრამიტია გა-მოყენებული.
ლიტერატურა
რედაქტირება- შიდა, ქართლი, პატარა და დიდი ლიხვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ. 231-232