აბოწმინდის ეკლესია

აბოწმინდის ეკლესია — არქიტექტურის ძეგლი, საკულტო ნაგებობა ქურთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო აჩაბეთის დასავლეთით 1 კმ-ზე. აგებულია განვითარებულ შუა საუკუნეებში.

პერანგშემოცლილი ეკლესიიდან შემორჩენილია დასავლეთი კედელი, ჩრდილო-დასავლეთი და სამხრეთ-დასავლეთი კუთხე, აბსიდის ჩრდილო ნაწილი და სამხრეთი კედლის მხოლოდ ქვები.

აბსიდს ნახევარწრიული ფორმა ჰქონდა. ჩრდილო-დასავლეთ და სამხრეთ დასავლეთ კუთხეებში პილასტრების ნაწილი იკითხება.

დასავლეთ კედლის ცენტრში გაჭრილია გარედან არქიტრავული, შიგნიდან კი თაღოვანი შესასვლელი. თაღი გადაყვანილია სოლისებრი ფორმის ქვებით.

ეკლესიის ირგვლივ და ინტერიერში მიწის დონე ძლიერ აწეულია. ტერიტორია სავსეა ჩამონაშალი ქვით.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • შიდა ქართლი, პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ. 81-82