ვაზისუბანი (გურჯაანის მუნიციპალიტეტი)
ვაზისუბანი (1951 წლამდე ურიათუბანი) — სოფელი საქართველოში, კახეთის მხარის გურჯაანის მუნიციპალიტეტში (ადმინისტრაციული ერთეული ვაზისუბანი).
სოფელი | |
---|---|
ვაზისუბანი | |
სანაგირეს მონასტერი ვაზისუბნის სიახლოვეს | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | კახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | გურჯაანის მუნიციპალიტეტი |
თემი | ვაზისუბანი |
კოორდინატები | 41°49′12″ ჩ. გ. 45°41′28″ ა. გ. / 41.82000° ჩ. გ. 45.69111° ა. გ. |
ადრეული სახელები | ურიათუბანი |
ცენტრის სიმაღლე | 500 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 2862[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,7 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
სოფელი მდებარეობს გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთის ძირას, თელავი–ბაკურციხის საავტომობილო გზაზე, ზღვის დონიდან 500 მ-ზე, გურჯაანიდან 13 კმ-ში. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 2 862 ადამიანი.
ისტორია
რედაქტირებადღევანდელი ვაზისუბნის ტერიტორია ადრეფეოდალურ ხანაში მჭიდროდ დასახლებული მნიშვნელოვანი საეკლესიო და სავაჭრო ცენტრი ყოფილა, იგი მდიდარია ბრინჯაოს, ანტიკური და ფეოდალური ხანის არქეოლოგიური ძეგლებით.
სოფლის ისტორიული სახელწოდებაა ურიათუბანი. ის მოხსენიებული აქვთ ვახუშტი ბატონიშვილს, იოჰან გიულდენშტედტს, იოანე ბატონიშვილს. 1664 წელს ქართლის მეფე ვახტანგ V-ს ურიათუბანთან შეებრძოლა ბატონიშვილი ერეკლე (შემდგომში ერეკლე I), რომელიც დამარცხდა და თორღას ციხეს შეაფარა თავი. XVIII საუკუნეში ურიათუბანი ჯერ საჭერემლოს, მისი მოშლის შემდეგ კი ნინოწმინდელი ეპისკოპოსის სამწყსოში შედიოდა. მოგვიანებით ურიათუბნის ყმა-მამულის ნაწილს ფეოდალები — მამუჩაშვილები (წინანდლელი ჭავჭავაძეების შტო) და ნაზარიშვილები ფლობდნენ. ამ სოფლის მკვიდრთ სავარგულების გამო, ხშირად ჰქონდათ უთანხმოება მეზობელი სოფლების — შაშიანისა და მუკუზნის თემებთან. სოფელში განვითარებული იყო მევენახეობა, მემინდვრეობა. 1951 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ ურიათუბანს სახელი გადაარქვა და ვაზისუბანი უწოდა.[2]
სოფელში დგას VI საუკუნის II ნახევრის ხუროთმოძღვრების ძეგლი, ვაზისუბნის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია. სოფლის მახლობლად დგას X–XI საუკუნეების დიდი სამნავიანი ბაზილიკა სანაგირე. ვაზისუბნის მახლობლადაა აგრეთვე დავითიანად წოდებულ ადგილზე მდგარი VII საუკუნეების გუმბათოვანი ეკლესია, რომელიც ორმოცი მოწამის სახელზეა აგებული.
დემოგრაფია
რედაქტირებააღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2014 | 2862 | 1426 | 1436 |
სოფელში გავრცელებული გვარებია: სოლომნიშვილი, ღარიბაშვილი, ხეჩოშვილი, დათუნაშვილი, ახალმოსულიშვილი და სხვ.[3]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირება- ბებრიჭამია საყდარი
- ვაზისუბნის თამარის ეკლესია
- ვაზისუბნის კვირაცხოვლის ეკლესია
- ვაზისუბნის კოჭლიაანთ კოშკი
- ვაზისუბნის მეოთხე ნამოსახლარი
- ვაზისუბნის მეოთხე სამაროვანი
- ვაზისუბნის მეორე ეკლესია
- ვაზისუბნის მეორე ნამოსახლარი
- ვაზისუბნის მეორე სამაროვანი
- ვაზისუბნის მეორე სამარხი
- ვაზისუბნის მესამე ეკლესია
- ვაზისუბნის მესამე ნამოსახლარი
- ვაზისუბნის მესამე სამაროვანი
- ვაზისუბნის მეხუთე ნამოსახლარი
- ვაზისუბნის მეხუთე სამაროვანი
- ვაზისუბნის მთავარანგელოზის ეკლესია
- ვაზისუბნის მიჯნის საყდარი
- ვაზისუბნის ნაციხარი
- ვაზისუბნის პირველი ნამოსახლარი
- ვაზისუბნის პირველი სამაროვანი
- ვაზისუბნის პირველი სამარხი
- ვაზისუბნის სამების ეკლესია
- ვაზისუბნის ღვთისმშობლის ეკლესია
- ვაზისუბნის ღვთისმშობლის მეორე ეკლესია
- ვაზისუბნის ყველაწმინდის ეკლესია
- ვაზისუბნის წმინდა გიორგის ეკლესია
- ვაზისუბნის წმინდა გიორგის ეკლესია (VI საუკუნე)
- ვაზისუბნის ეკლესია დავითიანი
- სანაგირე
ლიტერატურა
რედაქტირება- კახაძე კ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 74.
- ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი, გვ. 509, თბ., 2013 წელი.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 270.
- მუსხელიშვილი დ., ვაზისუბანი // ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. ?.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- სოფელი ვაზისუბანი დაარქივებული 2016-03-03 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
- ↑ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1951, № 3 (36). — გვ. 4.
- ↑ გვარები საქართველოში