ვაზისუბნის მეორე სამარხი

ვაზისუბნის მეორე სამარხიარქეოლოგიური ძეგლი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბნის ჩრდილო-აღმოსავლეთით 500 მეტრზე, მდებარეობს მხვრივხევის მარჯვენა ნაპირზე ე. წ. სამკარიანი ეკლესიიდან ჩრდილოეთით 200 მეტრზე. განეკუთვნება ადრინდელ შუა საუკუნეებს.

ძეგლი აღმოჩნდა 2010 წელს. წყალდიდობის დროს ადიდებულმა ხევმა მიწა წაიღო და სამარხი გაშიშვლდა. იგი ინდივიდუალურია, წარმოადგენს ქვაყუთს, რომელიც შედგენილია კარგად გათლილი ოთხი ფილაქვით და გადახურულია სამით. დამხრობილია აღმოსავლეთის და სამხრეთის მიმართულებით. გადახურვის ერთ-ერთი ფილა ჩამტვრეულია. სამარხი გაძარცვულია მიცვალებულის ძვლები ერთმანეთშია არეული. ინვენტარი არ აღმოჩენილა.

ლიტერატურა რედაქტირება