ვაზისუბნის ნაციხარი
ვაზისუბნის ნაციხარი — არქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბნის სამხრეთ-დასავლეთით 2 კილომეტრზე, ნათლისმცემლის ხევის მარჯვენა ნაპირზე, ტყეში. ციხე ნაგები ყოფილა რიყის ქვით. კედლების შემორჩენილ ფრაგმენტებს ძლიერი ცეცხლის კვალი ემჩნევა.
ლიტერატურა
რედაქტირება- რჩეულიშვილი გ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 80.