ვაზისუბნის ღვთისმშობლის ეკლესია
ვაზისუბნის ღვთისმშობლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში, მდებარეობდა სოფლის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, თადიაანთ უბანში.
ეკლესია მთლიანად დანგრეულია. შემორჩენილია რიყის ქვების გროვა. XX საუკუნის სოფლის მოსახლეობას ნაეკლესიარზე აუგია პატარა ოთხკუთხა ნიშა (1,4×1 მ, სიმ. - 1,6 მ), რომელიც შელესილ-შეთეთრებულია და კრამიტის ორკალთა სახურავი ხურავს. ნიშის ჩრდილოეთით ოთხიოდე მეტრზე, პატარა ნაგებობების ნანგრევებია, რომლის იატაკში მცირე ზომის ქვევრებია ჩადგმული.
ლიტერატურა
რედაქტირება- მარკოზაშვილი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 86.