სანაგირე
სანაგირე — X-XI საუკუნეების მონასტერი კახეთის მხარის გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბნის მახლობლად[1]. მდებარეობს ვაზისუბნიდან 6 კილომეტრზე, ტყეში.
სამონასტრო კომპლექსში შედის წმ. გიორგის სახელობის სამნავიანი ბაზილიკა (X-XI საუკუნეები); მასზე მიდგმული ერთნავიანი ბაზილიკა (შუა საუკუნეები), მათგან ოციოდ მეტრში სამონასტრო ნაგებობების ნანგრევები, სავარაუდოდ, სატრაპეზოსი და გალავანი კომპლექსის გარშემო. სამნავიანი ბაზილიკა რიყის ქვით, აგურით და შირიმის ქვითაა ნაგები. ეტყობა ბიზანტიური სამშენებლო ტექნიკის აშკარა გავლენა.
კომპლექსიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, ასიოდ მეტრში, კიდევაა მცირე ზომის ეკლესიის ნანგრევები, რომელიც 2011 წლის იანვარში მოინახულა ხელოვნებათმცოდნე კახა ხიმშიაშვილმა. გადახურვა მთლიანად ჩამოქცეული იყო. მხოლოდ კედლებიღა იყო შემორჩენილი (აღმოსავლეთისა და სამხრეთის დაახლოებით 2,5-3 მატრამდე, ხოლო დასავლეთისა და ჩრდილოეთის კიდევ უფრო ნაკლებ სიმაღლეზე). შემორჩენილი ტაძრის გეგმა იძლეოდა იმის თქმის საშუალებას, რომ ტაძარი ე.წ. ტეტრაკონქის ტიპს მიეკუთვნება.[2]
მონასტერი დღეს
რედაქტირებაძლიერი დაზიანების გამო მონასტერი უმოქმედო იყო. 2010–2011 წლების ზამთარში თოვლმა მთავარი ტაძარი ძლიერ დააზიანა, ბზარები გაღრმავდა და გაფართოვდა, კედლებმა დაშლა დაიწყო, დასავლეთ კედელზე იესოს და ღვთისმშობლის ფრესკები მკრთალადღა მოჩანდა. სანაგირის ეკლესია სასწრაფო რეაბილიტაციას საჭიროებდა. [3][4]
2015 წელს დაიწყო მონასტრის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც მიზნად ისახავდა 2016 წელს მის სრულ აღდგენას.[5] მიწის სამუშაოების დროს დაახლოებით 600 ლიტრი ტევადობის ქვევრი აღმოაჩინეს. სპეციალისტი თამაზ მარკოზაშვილის თქმით, შესაძლებელია, რომ ამ ადგილზე მდებარეობდეს მონასტრის მარანი.[6] შიდა სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა 2017 წელს.[7]
ლიტერატურა
რედაქტირება- Г. Чубинашвили, Архитектура Кахетии, Тбилиси, 1959, с.123-129
- მ. ხატიაშვილი, სანაგირეს ბაზილიკის ზოგიერთი თავისებურება, ქართული ხელოვნების ისტორიის საკითხები, ახალგაზრდა მეცნ. კონფერენცია, გვ. 6, 1995
- ნ. ჯაბუა, სამნავიანი ბაზილიკის არქიტექტურული ტიპი საქართველოში, თბ. 2009. pdf ვერსია [მკვდარი ბმული]
- ბარნაველი თ. კახეთის ისტორიული ძეგლების წარწერები.-თბ.,1092.-გვ.59 ("სანაგირე" - ქვაზე ამოკვეთილი XVIII საუკუნის წარწერის განხილვა)
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 270.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება № 665, 2006 წლის 7 ნოემბერი, ქ. თბილისი, კულტურის ზოგიერთი უძრავი ძეგლისათვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მინიჭების შესახებ
- ↑ კახა ხიმშიაშვილი, უცნობი ტეტრაკონქი სანაგირეს მონასტერთან // ancientgeorgia.wordpress.com
- ↑ თოვლმა გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბანში X-XI საუკუნეების "სანაგირეს" ეკლესიას საფრთხე შეუქმნა // pirweli.com.ge[მკვდარი ბმული]
- ↑ თოვლმა კახეთში X-XI საუკუნეების ეკლესიას საფრთხე შეუქმნა // Tribuna.ge.[მკვდარი ბმული]
- ↑ „გურჯაანში ეკლესია-მონასტრების რეაბილიტაცია დაიწყო“. speqtri.ge. ციტირების თარიღი: 3 ივნისი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ „აღმოჩენა „სანაგირის“ მამათა მონასტერთან“. speqtri.ge. ციტირების თარიღი: 3 ივნისი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ კაპანაძე, თამარ (12 თებერვალი, 2018). „გასულ წელს გურჯაანში რეაბილიტაცია ხუთ ეკლესიას ჩაუტარდა“. speqtri.ge. ციტირების თარიღი: 3 ივნისი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება)