ვაზისუბნის მეორე სამაროვანი
ვაზისუბნის მეორე სამაროვანი — არქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში, სოფლის ცენტრში. დადასტურდა ქვის ფილებით შედგენილი სამარხები, რომლებიც დაზიანდა 1960-იან წლებში საცხოვრებელი სახლების საძირკვლების გათხრისას. სამარხებში გამოჩნდა ადამიანის ჩონჩხი, ბრინჯაოს რგოლები და ბეჭდები. ინვენტარი დაკარგულია.
ლიტერატურა
რედაქტირება- რჩეულიშვილი გ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 81.