ბებრიჭამია საყდარი

ბებრიჭამია საყდარი — არქიტექტურული ძეგლი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბნის ნათლისმცემლისხევის მარცხენა ნაპირზე, დავითიანად წოდებულ ადგილებზე. სავარაუდოდ განეკუთვნება გვიან შუა საუკუნეებს.

ეკლესია დარბაზულია. ნაგებობა რიყის ქვითა და კირის ხსნარით. შესასვლელი დასავლეთიდან აქვს. აღმოსავლეთით ნალისებური აფსიდია, რომელშიც ვიწრო სარკმელია გაჭრილი. სარკმლის ქვეშ კედლებზე, ქვის ტრაპეზია მიდგმული. შიგნით ეკლესია გადახურულია ცილინდრული კამარით.

ლიტერატურა რედაქტირება