ვაზისუბნის მიჯნის საყდარი

ვაზისუბნის მიჯნის საყდარიარქიტექტურული ძეგლი, დგას სოფელ ვაზისუბნის ჩრდილო-დასავლეთით 5-6 კილომეტრზე, ტყეში. განეკუთვნება განვითარებულ შუა საუკუნეებს.

ეკლესია დარბაზულია, ნაგებია საშუალო ზომის რიყის ქვითა და კირის დაღუბით. წყობა ირეგულარულია. კუთხეებში გამოყენებულია ყვითელი ფერის შირიმის კვადრები. ძლიერაა დაზიანებული: ჩამოქცეულია დარბაზის კამაროვანი, გადახურვა და კონქი, დანგრეულია კედლების ზედა ნაწილები, ჩამოშლილია ლავგარდანი და საპირე ქვების მნიშვნელოვანი ნაწილი. შესასვლელი დასავლეთიდან ჰქონია (შემორჩენილია კარის წირთხლების მცირე ნაწილი). ეკლესია უაფსიდოა, აღმოსავლეთით დასრულებულია სწორი კედლით, რომლის შუაში რიყის ქვით ბრტყლად გადახურული სარკმელია გაჭრილი. სარკმლის ორივე მხარეს თითო სწორკუთხა ნიშაა.

ლიტერატურა რედაქტირება