ვაზისუბნის კოჭლიაანთ კოშკი

ვაზისუბნის კოჭლიაანთ კოშკი — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანის თავში, კოჭლიაანთ უბანში. განეკუთვნაბა გვიან შუა საუკუნეებს.

აღწერა რედაქტირება

კოშკი გეგმით კვადრატულია (6,6 x 6,6 მ) ნაგებია რიყის ქვით, კირის სქელი ხსნარით. შემორჩენილია დაახლოებით 5 მეტრის სიმაღლეზე, I სართულზე ორი კარია ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით თაღოვანი და სამხრეთ-აღმოსავლეთით სწორკუთხა. ჩრდილოეთ აღმოსავლეთით კარის აყოლებაზე კედელი განგრეულია სართულის აღმოსავლეთ კუთხესთან სამხრეთ-აღმოსავლეთ კედელში განიერი ბრტყელი გადახურული ნიშაა, ხოლო დანარჩენ კედლებში ასევე სწორკუთხა, ოღონდ გაცილებით მცირე ნიშნები. მათგან ორი სამხრეთ-დასავლეთ კედელშია თითო-თითო, დანარჩენ ორში ნიშების გარდა ამ კედლებში თითო სათაო ფურიცაა. სართულშუა გადახურვა ხის ყოფილა. შემორჩენილია კოჭების საყრდენი ბუდეები კოშკის მეორე სართულის კედლები მცირე სიმაღლეზეა შემორჩენილი.

ლიტერატურა რედაქტირება