ვაზისუბნის მესამე ნამოსახლარი

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ვაზისუბნის ნამოსახლარი.

ვაზისუბნის მესამე ნამოსახლარი — არქეოლოგიური ძეგლი, მდებარეობს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბნის სამხრეთ-დასავლეთით, მდინარე წილიანახევის მარცხენა ნაპირზე, ლომიაურად წოდებულ ადგილზე. განეკუთვნება გვიანდელ ბრინჯაოს ხანას. მიწის დამუშავების დროს აღმოჩენილია ქვის ნავისებრი ხელსაფქვავები და სფერული დისკო, რომელის დიამეტრი 40 სანტიმეტრს აღწევს.

ლიტერატურა რედაქტირება