ვაზისუბნის მეოთხე ნამოსახლარი
ვაზისუბნის მეოთხე ნამოსახლარი — არქეოლოგიური ძეგლი, მდებარეობს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბნის დასავლეთით, ძველ სასაფლაოზე, განეკუთვნება შუა საუკუნეებს. ნამოსახლარი მცენარეებითაა დაფარული. ერთ ნასახლარში შემორჩენილია მოზრდილი ქვევრები. მოგვიანებით ნამოსახლარზე სასაფლაოები მოუწყიათ აქა-იქ. ჩანს XX საუკუნის დასაწყისის საფლავის ქვები.
ლიტერატურა
რედაქტირება- რჩეულიშვილი გ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 79.