ვაზისუბნის მეხუთე ნამოსახლარი
ვაზისუბნის მეხუთე ნამოსახლარი — არქეოლოგიური ძეგლი, მდებარეობს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბნის დასავლეთით 300-500 მეტრზე, მდინარე მღვრიეხევის მარჯვენა ნაპირზე.
ნამოსახლარი განეკუთვნება გვიანადელ შუა საუკუნეებს. მიწის ხვნისას აქ ჩნდება ნაგებობათა ნაშთები, ქვითკირის საწნახელები, ქვევრები, წითელკეციანი ჭურჭლის ფრაგმენტები.
ლიტერატურა
რედაქტირება- რჩეულიშვილი გ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 79.