ქვითკირიქვებითა და კირის დუღაბით ნაშენი.

ლეონტი მროველის სიტყვით, ქვითკირით მშენებლობა საქართველოში სპარსთა მეფის აფრიდონის წარმოგზავნილი არდამ ერისთავის ნებროთიანის დროს გაჩენილა. ისტორიკოსი ამბობს:

ამან აღაშენა ქალაქი ზღვის კარს და უწოდა სახელი დარუბანდი, რომელი ითარგმანების „დახშა კარი“. და მანვე მოზღუდნა მცხეთა ქალაქი ქჳთკირითა და აქამამდის არა იყო ქართლსა შინა საქმე ქჳთკირისა; ამის გამო დაისწავლეს ქჳთკირიო.

—ცხოვრება მეფეთა *111, გვ. 10

ლიტერატურა რედაქტირება

  • ივ. ჯავახიშვილი, „მასალები ქართველი ერის მატერიალური კულტურის ისტორიისათვის — მშენებლობის ხელოვნება ძველ საქართველოში“, თბ., 1946.