სოფლის მეურნეობა ჩინეთში
ჩინეთის სოფლის მეურნეობის მთავარი პროდუქტებია: ბრინჯი, ხორბალი, კარტოფილი, პომიდორი, სორგო, არაქისი, ჩაი, ქერი, ბამბა, სიმინდი, ბოსტნეულის ზეთი და სოიოს მარცვლები.
ისტორია
რედაქტირებაჩინეთის სამოქალაქო ომში ჩინეთის კომუნისტური პარტიის გამარჯვების შემდეგ, ფერმები ლენდლორდებს ჩამოერთვათ და 300 000 მილიონ გლეხს დაურიგდა.[1]1952 წელს, ძალაუფლების განმტკიცების შემდეგ მთავრობამ გლეხების დაჯგუფება დაიწყო. სამი წლის შემდეგ ჯგუფები მწარმოებელთა კოოპერატივებად გარდაიქმნა, მიწების კოლექტიური მფლობელობის სოციალისტური მიზნების შესაბამისად. 1956 წელს მიწებზე კონტროლი ფორმალურად მთავრობამ აიღო და მიწები მთავრობის მიერ მართულ კოლექტიურ ფერმებად გადააქცია.
სოფლის მეურნეობის კულტურები
რედაქტირებაჩინეთის სოფლის მეურნეობის პროდუქცია უმსხვილესია მსოფლიოში, თუმცა ქვეყნის მიწების მხოლოდ 10%-ის კულტივაციაა შესაძლებელი. კულტივირებული მიწების 75% გამოყენება სურსათისთვის. მთავარი კულტურა ბრინჯია, რომელიც კულტივირებული მიწის 25%-ზე მოჰყავთ. ბრინჯის დიდი ნაწილი მდინარე ხუაიხეს სამხრეთით, ჩჟუძიანის დელტაში, იუნანის, გუანჟოუსა და სიჩუანის პროვინციებში მოჰყავთ.
მეორე მთავარი კულტურა ხორბალია, რომელიც ქვეყნის ბევრ რეგიონში მოჰყავთ, განსაკუთრებით ჩრდილოეთ ჩინეთის ვაკეზე, მდინარეების: ვეისა და ფენის ხეობებში, ჯიანგსუს, ჰუბეისა და სიჩუანის პროვინციებში. სიმინდი ჩინეთის ჩრდილოეთ და ჩრდილ-აღმოსავლეთ ნაწილში იზრდება. ჩვეულებრივი შვრია შიდა მონღოლეთსა და ტიბეტშია გავრცელებული.
თეთრი კარტოფილი ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მოჰყავთ (ჩინეთი უმსვილესი მწარმოებელია მსოფლიოში), ხოლო ტკბილი კარტოფილი ― სამხრეთ ნაწილში. ტროპიკული ხილი კუნძულ ხაინანზე მოჰყავთ, ხოლო ვაშლი და ატამი ლიაონინისა და შანდუნის პროვინციებში. ციტრუსები სამხრეთ ჩინეთში მოჰყავთ, მეტწილად მდინარე იანძის სამხრეთ ნაწილში. ყველაზე პოპულარული ციტრუსი მანდარინია.
ჩინეთის სოფლის მეურნეობის მთავარ პროდუქტებს მიეკუთვნება მწვანე და ჟასმინის ჩაი (პოპულარულია ჩინეთის მოსახლეობას შორის), შავი ჩაი, შაქრის ლერწამი და შაქრის ჭარხალი. ჩაის პლანტაციები მდინარე იანძის შუა წელში, ფუჯიანისა და ჟეძიანის პროვინციებში მდებარეობს. შაქრის ლერწამი გუანდუნისა და სიჩუანის პროვინციებში, ხოლო შაქრის ჭარხალი ხეილუნძიანის პროვინციასა და შიდა მონღოლეთის ირიგირებულ მიწებზე მოჰყავთ. სამხრეთ ჩინეთში ფართოდაა
წარმოება
რედაქტირება2011 წლისთვის ჩინეთი მსოფლიოში სოფლის მეურნეობის პროდუქტების უმსხვილესი მწარმოებელი და მომხმარებელი იყო.[2][3] Lin Erda-ს კვლევის მიხედვით, 2050 წლისთვის წყლის მომარაგებისა და კლიმატის ცვლილების გამო წარმოების რაოდენობამ შეიძლება 14-23%-ით დაიკლოს. 2009 წელს ჩინეთმა სოფლის მეურნეობის სექტორის ბიუჯეტი 20%-ით გაზარდა. ქვეყანა მხარს უჭერს ენერგიის ეფექტურობის გაზრდას, განახლებად ტექნოლოგიასა და ინვესტირებას.[4]
2018 წელს ჩინეთმა აწარმოა: 257.1 მლნ ტონა სიმინდი (მეორე ადგილი მსოფლიოში აშშ-ის შემდეგ), 212.1 მლნ ტონა ბრინჯი (უმსხვილესი მწარმოებელი მსოფლიოში), 131.4 მლნ ტონა ხორბალი (პირველი ადგილი), 108 მლნ ტონა შაქრის ლერწამი (მესამე ადგილი მსოფლიოში, ინდოეთისა და ბრაზილიის შემდეგ), 17.7 მლნ ტონა ბამბა (მესამე ადგილი მსოფლიოში, ინდოეთისა და აშშ-ის შემდეგ), 14.1 მლნ ტონა სოიო (მე-4 ადგილი, აშშ-ის, ბრაზილიისა და არგენტინის შემდეგ), 13.2 მლნ ტონა რაფსი (მეორე ადგილი მსოფლიოში კანადის შემდეგ), 12 მლნ ტონა შაქრის ჭარხალი (მე-8 ადგილი), 11.2 მლნ ტონა ბანანი (მე-2 ადგილი ინდოეთის შემდეგ).
ჩინეთი მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს შემდეგი პროდუქტების წარმოების მხრივ: კარტოფილი (90.2 მლნ ტონა), საზამთრო (62.8 მლნ ტონა), პომიდორი (61.5 მლნ ტონა), კიტრი (61.5 მლნ ტონა), ტკბილი კარტოფილი (53 მლნ ტონა), ვაშლი (39.2 მლნ ტონა), ბადრიჯანი (34.1 მლნ ტონა), კომბოსტო (33.1 მლნ ტონა), ხახვი (24.7 მლნ ტონა), ნიორი (22.2 მლნ ტონა), მწვანე ლობიო (19.9 მლნ ტონა), მანდარინი (19 მლნ ტონა), სტაფილო (17.9 მლნ ტონა), არაქისი (17.3 მლნ ტონა), მსხალი (16 მლნ ტონა), ყურძენი (13.3 მლნ ტონა), ნესვი (12.7 მლნ ტონა), გოგრა (8.1 მლნ ტონა), ბაღის სატაცური (7.9 მლნ ტონა), ქლიავი (6.7 მლნ ტონა).[5]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებადამატებითი საკითხავი
რედაქტირება- Chai, Joseph C. H. An economic history of modern China (Edward Elgar Publishing, 2011).
- Perkins, Dwight H. Agricultural development in China, 1368-1968 (1969). pmline
- The Dragon and the Elephant: Agricultural and Rural Reforms in China and India Edited by Ashok Gulati and Shenggen Fan (2007), Johns Hopkins University Press
- Hsu, Cho-yun. Han Agriculture (Washington U. Press, 1980)
- Official Statistics from FAO
- Farmers, Mao, and Discontent in China: From the Great Leap Forward to the Present by Dongping Han, Monthly Review, November 2009
- The First National Agricultural Census in China (1997) National Bureau of Statistics of China
- Gale, Fred. (2013). Growth and Evolution in China's Agricultural Support Policies. Washington, D.C.: U.S. Department of Agriculture, Economic Research Service.
- Scott, Steffanie; Si, Zhenzhong; Schumilas, Theresa and Chen, Aijuan. (2018). Organic Food and Farming in China: Top-down and Bottom-up Ecological Initiatives. New York. Routledge.
- Communiqués on Major Data of the Second National Agricultural Census of China (2006), No. 1, 2, 3, 4, 5, 6 National Bureau of Statistics of China. Copies on Internet Archive.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ The Dragon and the Elephant: Agricultural and Rural Reforms in China and India Edited by Ashok Gulati and Shenggen Fan (2007), Johns Hopkins University Press, p. 367
- ↑ ITC Report: China's Agricultural Trade: Competitive Conditions and Effects on U.S. Exports; March 22, 2011. Usitc.gov (2011-03-22). Retrieved on 2012-02-14.
- ↑ China დაარქივებული 2011-01-09 საიტზე Wayback Machine. . thehandthatfeedsus.org
- ↑ Watts, Jonathan. "China to plough extra 20% into agricultural production amid fears that climate change will spark food crisis." Guardian News, 5 March 2009.
- ↑ China production in 2018, by FAO