სოფლის მეურნეობა ინდოეთში

ინდოეთის სოფლის მეურნეობის ისტორია ნეოლითიდან იწყება. ინდოეთი მსოფლიოს მასშტაბით მეორე ადგილზეა ფერმებიდან მიღებული პროდუქტების მიხედვით. 2018 წლისთვის ინდოეთში სოფლის მეურნეობის სექტორში მოსახლეობის 50% იყო დასაქმებული, ხოლო ამ სექტორზე ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 17-18% მოდიოდა.[1]

სოფლის მეურნეობის პროდუქციის განვითარება ინდოეთში

2016 წელს სოფლის მეურნეობა და მომიჯნავე სექტორები, როგორებიცაა მეცხოველეობა, მეტყევეობა და თევზჭერა, ინდოეთის მთლიანი შიდა პროდუქტის 17.5%-ს შეადგენდა, ხოლო 2020 წელს ამ სექტორში სამუშაო ძალის 41.49% იყო დასაქმებული.[2][3][4][5] ინდოეთი მსოფლიოში პირველ ადგილზეა მოსავლისთვის დამუშავებული ტერიტორიების სიდიდით (უსწრებს აშშ-საც და ჩინეთსაც).[6] ქვეყნის ფართო ეკონომიკურ ზრდასთან ერთად ინდოეთის მშპ-ში სოფლის მეურნეობის წილი სტაბილურად იკლებს, თუმცა სოფლის მეურნეობა კვლავაც დემოგრაფიულად ყველაზე ფართო ეკონომიკური სექტორია და მნიშვნელოვან როლს თამაშობს ინდოეთის სოციო-ეკონომიკურ პროცესებში.

2020 წლის მარტ-ივნისში სოფლის მეურნეობის საქონლის ექსპორტის ჯამური ღირებულება 3.5 მილიარდ ამერიკულ დოლარს გაუტოლდა. 2013 წელს ინდოეთის სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტმა 38 მილიარდ ამერიკულ დოლარს მიაღწია, რითიც მსოფლიოს მასშტაბით მეშვიდე უმსხვილესი სასოფლო-სამეურნეო ექსპორტიორი სახელმწიფო იყო.[7] ინდოეთის სოფლის მეურნეობის ექსპორტი მეტწილად განვითარებად ქვეყნებს ემსახურება.[7] ინდოეთის სოფლის მეურნეობის/ჰორტიკულტურის პროდუქტები 120-ზე მეტ ქვეყანაში გადის ექსპორტზე, მეტწილად იაპონიაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ევროპის კავშირში, სამხრეთ აზიის რეგიონული თანამშრომლობის ასოციაციის ქვეყნებსა და აშშ-ში.[8][9]

ფერმერის განმარტება

რედაქტირება
მოსავლის აღება სანგრურში (მარცხნივ), ბამბის კრეფა ინდოეთში (მარჯვნივ)

ინდოეთის მთავრობის განმარტებით ინდოელი ფერმერები არიან ადამიანები, რომლებსაც მოსავალი მოჰყავთ. სხვადასხვა სამთავრობო უწყება (აღწერა, სასოფლო-სამეურნეო აღწერა, სამუშაო ძალის პერიოდული გამოკითხვები და ა.შ) ქვეყნის მასშტაბით ფერმერთა სხვადასხვა რაოდენობას ასახელებს. ეს რიცხვი 37 მილიონიდან 118 მილიონამდე მერყეობს.[10] ზოგიერთი განმარტება ფერმერთა მიერ საკუთრებაში არსებულ ობიექტებზე ამახვილებს ყურადღებას, ნაწილი მიწის ფლობაზე, ხოლო ნაწილი ფერმერის განმარტებას მიწის მფლობელობისგან დამოუკიდებლად ცდილობს.[11] ფერმერთა სინონიმად გამოიყენება „კულტივატორიც“.[11]

მიმოხილვა

რედაქტირება

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის 2014 წლის სტატისტიკის მიხედვით ინდოეთი ბევრი ხილის უმსხვილესი მწარმოებელია, მათ შორის: ბანანის, მანგოს, პაპაიის, ლიმონის; ბოსტნეულის, რძის, სანელებლების, ჯანჯაფილის და ა.შ. ინდოეთი ბრინჯისა და ხორბლის მეორე უმსხვილესი მწარმოებელია მსოფლიოში.[12]

ინდოეთი მსოფლიოში მეორე ადგილზეა რამდენიმე მშრალი ხილის წარმოებით, სოფლის მეურნეობაზე დაფუძნებული ტექსტილის ნედლი მასალების, ფესვის კულტურებისა და გორგლის, პარკოსნების, თევზის, კვერცხის, ქოქოსის, შაქრის ლერწმისა და რამდენიმე სახეობის ბოსტნეულის წარმოებით. ინდოეთი შინაური ცხოველებისა და ფრინველების ხორცის წარმოებით მსოფლიოს ხუთ უდიდეს სახელმწიფოში შედი და ერთ-ერთი უსწრაფესი ზრდის ტემპი აქვს 2011 წლისთვის.[13]

2008 წლის ერთ-ერთი მოხსენების თანახმად, ინდოეთის მოსახლეობა უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე ბრინჯისა და ხორბლის წარმოების უნარი.[14] თუმცა უახლესი კვლევები ადასტურებს, რომ ინდოეთს მარტივად შეუძლია საკუთარი მოსახლების გამოკვება და ბრინჯისა და ხორბლის გლობალურ ექსპორტზე გატანაც შეუძლია, თუკი ინფრასტრუქტურას განავითარებს და ფერმების პროდუქტიულობას გაზრდის, როგორც ეს ბრაზილიამ და ჩინეთმა მოახერხეს.[15][16]

ინიციატივები

რედაქტირება
ფერმერი და მისი ძროხები (მარცხნივ), ჩაის კრეფა ასამის შტატში (მარჯვნივ)

ინდოეთის სოფლის მეურნეობის კვლევების საბჭო 1905 წელს დაარსდა და 1970-იან წლებში „ინდოეთის მწვანე რევოლუციის გაძღოლაზე“ იყო პასუხისმგებელი. საბჭო სოფლის მეურნეობისა და მომიჯნავე სექტორების, მათ შორის, კვლევისა და განათლების მხრივ, უმნიშვნელოვანესი ორგანოა.[17]

2015 წელს ნარენდრა მოდიმ 2022 წლისთვის ფერმერთა შემოსავლების გაორმაგება გამოაცხადა.[18]

ინდოეთის სოფლის მეურნეობისა და მის მარკეტინგთან დაკავშირებული პრობლემების გადასაჭრელად ნიშე-ტექნოლოგიებითა და ახალი ბიზნეს მოდელების შესაბამისი სტარტაპებია ამოქმედებული.[19] კანდავალე ერთ-ერთი ელექტრონული კომერციული ვებსაიტია, რომელიც ინდურ წითელ ხახვს დიდი რაოდენობით ყიდის პირდაპირ ფერმერებიდან მომხმარებლებზე და არასაჭირო დანახარჯებს ამცირებს.

სოფლის მეურნეობა და ინდოეთის ეკონომიკა

რედაქტირება

წლების მანძილზე ინდოეთის ეკონომიკაში სოფლის მეურნეობის წილი იზრდებოდა. ეკონომიკური გამოკითხვის მიხედვით, 2020-2021 ფისკალურ წელს, პირველად 17 წლის განმავლობაში, სოფლის მეურნეობამ მთლიანი შიდა პროდუქტის თითქმის 20% შეადგინა.[20]

თანამედროვე ფერმერული აქტივობები და სასოფლო-სამეურნეო ოპერაციები წლების მანძილზე შეიცვალა, რაც მეტწილად ტექნოლოგიური განვითარების, მათ შორის, სენსორების, მოწყობილობების, დანადგარების და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარებითი იყო გამოწვეული.[21]

მოდის რეჟიმის სქემები

რედაქტირება

ნარენდრა მოდის მიერ შემოღებულ სოფლის მეურნეობის ინიციატივების სქემებს შორისაა: ინდოეთის სოფლის მეურნეობის აქტები (2020), ატალის მიწისქვეშა წყლების სქემა (Atal Bhujal Yojana), მიკრო ირიგაციის ფონდი, Gramin Bhandaran Yojana, მდგრადი სოფლის მეურნეობის ეროვნული მისია, მეთევზეობის მომზადებისა და გაფართოების ეროვნული სქემა, მეთევზეთა ჯანდაცვის ეროვნული სქემა და სხვ.

მთავარი სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიები: P ― პარკოსნები, S ― შაქრის ლერწამი, J ― ჯუთი, Cn ― ქოქოსი, c ― ბამბა, T ― ჩაი
ინდოეთის მთავარი მოსავლიანი ტერიტორიები
ბუნებრივი ვეგეტაციის ზონები ინდოეთში

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

დამატებითი საკითხავი

რედაქტირება
  • Agarwal, Ankit (2011), "Theory of Optimum Utilisation of Resources in agriculture during the Gupta Period"[მკვდარი ბმული], History Today 12, New Delhi, ISSN 2249-748X.
  • Akhilesh, K. B., and Kavitha Sooda. "A Study on Impact of Technology Intervention in the Field of Agriculture in India." in Smart Technologies (Springer, Singapore, 2020) pp. 373–385.
  • Bhagowalia, Priya, S. Kadiyala, and D. Headey. "Agriculture, income and nutrition linkages in India: Insights from a nationally representative survey." (2012). online
  • Bhan, Suraj, and U. K. Behera. "Conservation agriculture in India–Problems, prospects and policy issues." International Soil and Water Conservation Research 2.4 (2014): 1–12.
  • Bharti, N. (2018), "Evolution of agriculture finance in India: a historical perspective", Agricultural Finance Review, Vol. 78 No. 3, pp. 376–392. https://doi.org/10.1108/AFR-05-2017-0035
  • Brink, Lars. "Support to Agriculture in India in 1995-2013 and the Rules of the WTO." International Agricultural Trade Research Consortium (IATRC) Working Paper 14-01 (2014) online.
  • Brown, Trent. Farmers, Subalterns, and activists: social politics of sustainable agriculture in India (Cambridge University Press, 2018).
  • Chengappa, P. G. "Presidential Address: Secondary Agriculture: A Driver for Growth of Primary Agriculture in India." Indian Journal of Agricultural Economics 68.902-2016-66819 (2013): 1–19. online
  • Dev, S. Mahendra, Srijit Mishra, and Vijay Laxmi Pandey. "Agriculture in India: Performance, Challenges, and Opportunities." in A Concise Handbook of the Indian Economy in the 21st Century (Oxford University Press, 2014) pp. 321–350.
  • Goyal, S. & Prabha, & Rai, Dr & Singh, Shree Ram. Indian Agriculture and Farmers-Problems and Reforms. (2016)
  • Kekane Maruti Arjun. "Indian, Agriculture- Status, Importance and Role in Indian Economy," International Journal of Agriculture and Food Science Technology, ISSN 2249-3050, Volume 4, Number 4 (2013), pp. 343–346.
  • Kumar, Anjani, Krishna M. Singh, and Shradhajali Sinha. "Institutional credit to agriculture sector in India: Status, performance and determinants." Agricultural Economics Research Review 23.2 (2010): 253-264 online.
  • Manida, Mr M., and G. Nedumaran. "Agriculture In India: Information About Indian Agriculture & Its Importance." Aegaeum Journal, 8#3 (2020) online
  • Mathur, Archana S., Surajit Das, and Subhalakshmi Sircar. "Status of agriculture in India: trends and prospects." Economic and political weekly (2006): 5327-5336 online.
  • Nedumaran, Dr G. "E-Agriculture and Rural Development in India." (2020). online
  • Ramakumar, R. "Large‐scale Investments in Agriculture in India." IDS Bulletin 43 (2012): 92–103. online
  • Ramakumar, R. "Agriculture and the Covid-19 Pandemic: An Analysis with Special Reference to India." Review of Agrarian Studies 10.2369-2020-1856 (2020) online.
  • Saradhi, Byra Pardha, et al. "Significant Trends in the Digital Transformation of Agriculture in India." International Journal of Grid and Distributed Computing 13.1 (2020): 2703-2709 [1].
  • Sharma, Shalendra D. (1999), Development and Democracy in India, Lynne Rienner Publishers, pp. 125–, ISBN 978-1-55587-810-8, https://books.google.com/books?id=i4bV4cKpPlIC&pg=PA125
  • State of Indian Agriculture 2011–12. New Delhi: Government of India, Ministry of Agriculture, Department of Agriculture and Cooperation, March 2012

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  • Indian Agriculture. U.S. Library of Congress.
  • Indian Agriculture Data. Statistical information about Agriculture in India.
  • Government of India, Ministry of Agriculture, Department of Agriculture & Cooperation website
  • Indian Council for Agricultural Research Home Page.
  • Principal crops of India and problems with Indian agriculture A collection of statistics (from India Statistical Report, 2011) along with sections of this Wikipedia article and YouTube videos.
  • Brighter Green Policy Paper: Veg or NonVeg, India at a Crossroads A December 2011 policy paper analysing the forces behind the rising consumption and production of meat, eggs, and dairy products in India, and the effects on India's people, environment, animals, and the global climate.
  • Mukherji, Biman (28 October 2013). „India's farmers start to mechanize amid a labor shortage, increasing productivity. - WSJ.com“. Wall Street Journal. Online.wsj.com. ციტირების თარიღი: 30 October 2013.
  1. India economic survey 2018: Farmers gain as agriculture mechanisation speeds up, but more R&D needed (29 January 2018). ციტირების თარიღი: 8 January 2019
  2. CIA Factbook: India-Economy. ციტირების თარიღი: 17 November 2018
  3. Agriculture's share in GDP declines to 13.7% in 2012–13. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-09-06. ციტირების თარიღი: 2022-11-12.
  4. Staff, India Brand Equity Foundation Agriculture and Food in India Accessed 7 May 2013
  5. Labor force by agriculture sector in India.
  6. India outranks US, China with world's highest net cropland area. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 ნოემბერი 2018. ციტირების თარიღი: 17 November 2018
  7. 7.0 7.1 India's Agricultural Exports Climb to Record High დაარქივებული 2022-09-24 საიტზე Wayback Machine. , United States Department of Agriculture (2014)
  8. Agriculture in India: Agricultural Exports & Food Industry in India | IBEF.
  9. Home. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 სექტემბერი 2017. ციტირების თარიღი: 7 September 2017
  10. Agarwal, Kabir. (9 March 2021) Indian Agriculture's Enduring Question: Just How Many Farmers Does the Country Have?. ციტირების თარიღი: 22 March 2021
  11. 11.0 11.1 Choudhary, Nitu. (9 December 2020) Who is a farmer? What is The Government's Definition Of A Farmer? en-GB. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 აპრილი 2021. ციტირების თარიღი: 22 March 2021
  12. FAOSTAT, 2014 data. Faostat.fao.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 აპრილი 2012. ციტირების თარიღი: 17 September 2011
  13. Livestock and Poultry: World Markets & Trade. United States Department of Agriculture (October 2011).
  14. Sengupta, Somini (22 June 2008). „The Food Chain in Fertile India, Growth Outstrips Agriculture“. The New York Times. ციტირების თარიღი: 23 April 2010.
  15. Rapid growth of select Asian economies. Food and Agriculture Organization of the United Nations (2009).
  16. India Country Overview 2011. World Bank (2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 მაისი 2011. ციტირების თარიღი: 10 January 2009
  17. Objectives დაარქივებული 24 October 2007 საიტზე Wayback Machine. Indian agricultural research institute, Retrieved in December 2007
  18. "PM Modi: Target to double farmers' income by 2022", The Indian Express, 28 February 2016, http://indianexpress.com/article/india/india-news-india/farmers-rally-bareilly-target-to-double-farmers-income-by-2022
  19. Tech in Asia – Connecting Asia's startup ecosystem en-US. ციტირების თარიღი: 4 June 2016
  20. Agri share in GDP hit 20% after 17 years: Economic Survey en. ციტირების თარიღი: 28 March 2021
  21. Agriculture Technology | National Institute of Food and Agriculture. ციტირების თარიღი: 28 March 2021