არაგვის ერისთავები

ქართული თავადური საგვარეულო (გვარადქცეული თანამდებობა); არაგვის საერისთავოს დე-ფაქტო მთავრები
(გადამისამართდა გვერდიდან სიდამონები)
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

არაგვის ერისთავები[9]ქართული თავადური და დიდებული საგვარეულო; გვარადქცეული თანამდებობა. აღმოსავლეთ საქართველოს (ქართლ-კახეთი) ყველაზე გავლენიანი საგვარეულო. ისინი იყვნენ არაგვის ერისთავები XVI-XVIII I ნახევარამდე. შემდგომში მათ არაგვის საერისთავო სათავადოდ აქციეს (თუმცა ეს შაბურისძეებმაც გააკეთეს თავისი მმართველობის დროს).[10][11] მათ ქართლისა და კახეთის ხელისუფალთა წინაშე ვალდებულებები მოხსნილი ჰქონდათ. ხშირად უპირისიპირდებოდნენ მეფეებს, რასაც მოჰყვა მათი საბოლოო დამორჩილება.[11]

არაგვის ერისთავები
გერბი
იხ. ტექსტი [⇨]
პერიოდი XVI საუკუნიდან
ტიტული

ბაზიერთუხუცესი,[1] მსაჯულთუხუცესი (მდივანბეგი),[2] თავადი, აზნაური (ერისთავობამდე) და

ერისთავი (სიდამონებს/სიდამონიძეებს თანამდებობა გვარად ექცათ).
დამფუძვნებელი იასონ I (სიდამონი)[3] [4]
განშტოებები სიდამონ-ერისთავები;[5]
წარმოშობის ადგილი ვანათი[6][7][8]
ქვეშევრდომობა

ქართლის სამეფო კახეთის სამეფო

ქართლ-კახეთის სამეფო
სამფლობელოები არაგვის საერისთავო
სასახლეები ანანურის ციხე-დარბაზი, ანანურის ციხე, ერისთავების ციხე, ანანურის ციხე
სამხედრო საქმიანობა გიორგი სიდამონიძექართველი გენერალი ჩინეთის არმიაში; ცნობილია, როგორც სი და მა
რელიგიური საქმიანობა ეფრემ II (სიდამონიძე) —ქართველი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე.
სამხედრო ჯილდოები

"უმსხვილესი თავთავისის" II ხარისხის ორდენი (გენერალი სი და მა)

თანამდებობა თავდაპირველად ეკავათ შაბურისძეებს. ისინი არაგვის საერისთავოს მართავდნენ XIII საუკუნის ბოლოდან XVI დასაწყისში. XVI საუკუნიდან არაგვის ერისთავებად აღარ იხსენიებიან.[10]XVI საუკუნიდან, სარგებლობენ რა საგარეო და საშინაო პირობების გართულებით, პატარა ლიახვის ხეობაში მცხოვრები აზნაური სიდამონისძენი[10] (იგივე სიდამონიძეები) მოიშველიებენ ოსებსა და ქსნის ერისთავებს,[11] იმორჩილებენ ხევის ერისთავებს —თექთურმანისძეებს. აქ ისინი „გაერისთავდნენ“, ხოლო ამის შემდეგ,  თანდათან, არაგვის საერისთავოსაც შეიერთებენ[10] (მთიულეთი და ბაზალეთი)[12] და ამიერიდან ორი საერისთავო ერთ საერისთავოდ –– არაგვის საერისთავოდ[11]ჩამოყალიბდება.[10]არაგვის ერისთავები იგივე ოსი სიდამონები/სიდამონ-ერისთავები (ანუ სიდამონიძეები) არიან.[13][14] არაგვის ერისთავის სიდამონიძის საგვარეულოდან მათი წარმომავლობის მოწმობას, სხვათა შორის, ხელს აწერდნენ პოლკოვნიკი თავადი რევაზ ერისთავი, თავადი შანშე ერისთავი (ქსნის ერისთავების საგვარეულოდან), თავადი კონსტანტინე ბაგრატიონ-მუხრანელი და თავადი ორბელიანები.[14] არაგვის ერისთავების (სიდამონების) რეზიდენცია მდებარეობდა დუშეთშსა და სიონში. მთავარი ციხე იყო ანანურში. მათი ძირითადი სამლოცველო ადგილი იყო ბოდორნის ღვთისმშობლის ეკლესია და იქ არსებული საგვარეულო საძვალე. არაგვის ერისთავების (გვარის) დამფუძვნებელი იყო იასონ I (სიდამონი),[11][3] რომელმაც ოსური ჯარით დაიპყრო დუშეთი და ბაზალეთი.[3][10] ეთნოგენეტიკური და გენეალოგიური გადმოცემების მიხედვით, სიდამონოვების (ოს. Сидæмонтæ) უძველესი გვარის დამაარსებელი იყო, ოსების პირველწინაპრის — ოს-ბაყათარის ერთ-ერთი ვაჟი — სიდამონი.[15][16] ძმათა გაყრის დროს მას წილად ხვდა ოქროს ქსოვილის დიდი ნაჭერი და ამიტომაც სიდამონის გვარი „გრძელი ქსოვილივით გაშლილია მთელ ქვეყანაზე“, ე. ი. სიდამონის შთამომავლნი ბევრი იყვნენ. მართალია, სიდამონოვების გვარი დიდი ხანია უამრავ ცალკეულ გვარებად დაიშალა, თუმცა ოსებში შემონახულია ცოცხალი გადმოცემები ამა თუ იმ გვარის სიდამონოვებისგან წარმოშობის შესახებ. მაგალითად, საქართველოში მცხოვრები ცხურბაევებისა და თედეევების მრავალრიცხოვანი გვარები თავიანთ თავს სიდამონის შთამომავლებად თვლიან. ასევე ფიქრობენ ჩრდილოეთ ოსეთის ალაგირის ხეობის სოფლების — უნალის, არხონის, ლოარის, დეის, ჯიშის მკვიდრი გვარები, რომლებიც წარსულში არისტოკრატულ ფენას შეადგენდნენ.[17] ვახუშტი ბატონიშვილიც არაგვის ერისთავთა წინაპრად ასახელებს წარჩინებულ ოს სიდამონს,[16][10] რომელიც გამოიქცა საქართველოში სხვა ოს წარჩინებულებთან ერთად (ბასიანები, ქურთაულები, თაგაურები, ჩერქეზისძეები, ჭახლიძეები), როცა ბათო-ყაენმა მოაოხრა ოსეთი.[18] XVI საუკუნიდან არაგვის ერისთავები უკვე დიდი და გავლენიანი თავადები იყვნენ, რომელთაც მეფის წინაშე სამოხელეო ვალდებულებები მოხსნილი ჰქონდათ. ფაქტია, რომ შაბურისძეების შემდეგ თანამდებობაზე ჩნდებიან ოსი ვანათელი აზნაურები[10] სიდამონები ანუ სიდამონიძეები (იასონ I (სიდამონი) დაწყებული ბეჟან არაგვის ერისთავით დამთავრებული); არაგვის ერისთავები (ანუ სიდამონები/სიდამონიძეები/სიდამონ-ერისთავები) სიმონ I ტყვეობისა და ლუარსაბ II ახალგაზრდბოის ჟამს ჩნდება ჯერ მათი მეორეული, ხოლო შემდეგ გვარადქცეული სახელი სიდამონ-ერისთავი (შემდგომში არაგვის ერისთავების ცალკე შტოდ ქცეული).[14] XVII საუკუნეში დუშეთი არაგვის ერისთავთა რეზიდენცია იყო. აქ იდგა ნუგზარ არაგვის ერისთავის სასახლეც. არაგვის ერისთავთა კარზე დამკვიდრდა მნიშვნელოვანი კულტურული და ლიტერატურული ტრადიციები. ამ ტრადიციებზე აღიზარდა არაერთი ქართველი მწიგნობარი, მათ შორის კვიპრიანე სამთავნელი (XVII-XVIII სს.), ოთარ ერისთავი (XVIII ს.), მიტროფანე ნინოწმინდელი, კალიგრაფები იოსებ და სოფრონიოს ერისთავები, იოანე ოსეშვილი და სხვ. 1635 წელს ქართლის მეფე როსტომმა არაგვის საერისთავოს დასამორჩილებლად მოწყობილი ლაშქრობის დროს დუშეთი გადაწვა. 1688 წელს დუშეთი კვლავ დაარბია ქართლის მეფე გიორგი XI.[19] არაგვის საერისთავოს გლეხთა აჯანყებაში 1743 წელს ამოხებულებმა მოკლეს არაგვის უკანასკნელი დე-ფაქტო მთავარი, ბეჟან არაგვის ერისთავი.[11] ნადირ-შაჰმა თეიმურაზ II 1742-1743 წ. ერთგულების გამო (სიდამონ-ერისთავები ოსმალებს მიემხრნენ) დააჯილდოვა და არაგვი გადასცა.[11] მეფე თეიმურაზ II არაგვის საერისთავო სახასოდ გამოაცხადა და ერეკლე II ვაჟს, ვახტანგ ბატონიშვილს, საუფლისწულოდ მისცა. 1746 წლის აჯანყება, ამჯერად, ქსნის საერითავოსაც მოედო, მაგრამ თეიმურაზ II გვერდში ედგა მისი შვილი, ერეკლე II.[11] მეფეებმა გაიმარჯვეს. მათივე ბრძანებით აჯანყების მეთაურებს (რომელთაც 1743 წელს ერისთავები დახოცეს და საერისთავო თეიმურაზს გადასცეს) თვალები დასთხარეს.[11]

მათი დასჯის შემდეგ ისინი ორ თაობად გაიყვნენ, როგორც:

თითოეულ მათგანი კახეთში მეფე ერეკლემ გადაასახლა გაღმამხარში და დაურიგა მიწები.[20][11]ისინი კოლექტიურად ცნობილები იყვნენ, როგორც სიდამონიშვილები. 1801 წელს რუსეთის იმპერიის მიერ ქართლ-კახეთის ანექსირების შემდეგ, მათ სცადეს არაგვის ხეობაში ადრინდელი წოდებებისა და საგვარეულო მამულების აღდგენა, მაგრამ უშედეგოდ. რუსეთის მმართველობის დროს, სიდამონების სამმა ხაზმა მიიღო თავად-აზნაურთა შორის ახალი წოდებები. 1826 წელს, სიდამონიშვილებიდან ორ ხაზს დაუბრუნდა თავადობა და გახდა სიდამონ-ერისთავი. მესამე ხაზმა 1828 წელს[14]დაიბრუნა თავადობა და გვარი არაგვის ერისთავი.[21][22][16] გვარები რუსიფიცრებული იყო (რუს. Сидамон-Эристов/Эристов-Арагвский).[16]

არაგვის ერისთავებისა და სიდამონ-ერისთავების გერბი

რედაქტირება
 
არაგვის ერისთავების გერბი.[21][22]

არაგვის ერისთვების გერბი

რედაქტირება

ფარი ოთხი კუთხეებისგან შედგება, შუაში პატარა ფარით. პირველ ვერცხლის ნაწილში გამოსახულია იმავე საფარით ცისფერთვალება მაგიდა, რომელზედაც დევს შავი მახვილი ოქროს სახელურით. პირველი ნაწილის მწვანე თავში მწოლიარე ოქროს ლომი ალისფერი თვალებითა და ენით. მეორე და მესამე შავ ნაწილებში ვერცხლის სამკოშკიანი ციხე-სიმაგრეა ალისფერი ნაკერებით და ღია კარიბჭე-ფანჯრებით, შუა კოშკი ოქროს ნახევარმთვარით მაღლა დგას, ციხის გვერდებზე ორი ოქროს შუბი. მეოთხე ვერცხლის ნაწილში ცისფერი ტალღოვანი სარტყელია. შუა მცირე ფარში საქართველოს გერბია: ოქროსფერ ველზე წმინდა დიდმოწამე და გამარჯვებული გიორგი ლურჯ იარაღში ოქროს ჯვრით მკერდზე, ალისფერ ფარში, იისფერ შავ ცხენზე მჯდომარე; ოქროსფერი ფრთით, ალისფერი შუბით მწვანე შავი ფრთებით, ალისფერი თვალებით და დრაკონის ენით. ფარი გვირგვინდება კეთილშობილი გვირგვინოსანი ჩაფხუტით. ქერქი: სირაქლემას სამი ვერცხლის ბუმბული, მათზე ჯვარედინი ორი შავი ხმალი ოქროს სახელურებით. დასახელება: ცისფერი, ვერცხლით შემოსილი. ფარის დამჭერები: ორი ქართველი ეროვნული სამოსით. გერბს ამშვენებს სამთავრო მანტია და გვირგვინდება თავადური გვირგვინით[21][22].

 
სიდამონიძეების/სიდამონ-ერისთავების გერბი.[14]

სიდამონ-ერისთავების გერბი

რედაქტირება

სიდამონიძეების გერბის აღწერა (საათის ისრის მიმართულებით):

გერბის ფარი ოთხ ნაწილად გაყოფილია:

  1. პირველ ნაწილში, შავ ფონზე — ოქროსფერი ციხე-სიმაგრე, რომელსაც ოქროსფერივე შუბები "იცავენ"; ციხე-სიმაგრის თავი მორთულია გვირგვინით.
  2. მეორე ნაწილში, ლურჯ ფონზე — ღრუბელიდან ანთროპოლოგიური ხელი უშვებს ოქროსფერ მშვილდის ისარს ხელს.
  3. მესამე ნაწილში, კვლავ შავ ფონზე — თეთრი გარეული ყვითელთვალა ტახი.
  4. მეოთხე ნაწილში, ლურჯ ფონზე — თეთრ ცხენზე ამხედრებული მხედარი; ცხენის აღკაზმულობა და მხედრის შუბიც — ოქროსფერი.

ცენტრში გამოსახულია ოქროსფერი დამოკლებული კლანჭიანი ჯვარი.

ამ უკანასკნელი განშტოებისთვის, რუსეთის იმპერატორებს გერბი არ დამუტკიცებიათ. სამაგიეროდ გვაქვს მათი საგვარეულო გერბი, რომელიც ზემოთ არის აღწერილი.[14]

ცნობილი წარმომადგენლბი

რედაქტირება

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Дворянские Роды Российской Империи. Том 4 Князья Царства Грузинского (1998) (რუსეთის იმპერიის თავად-აზნაურული გვარები: ტომი IV, საქართველოს სამეფოს თავადაზნაურობა) გვ.198
  2. Дворянские Роды Российской Империи. Том 4 Князья Царства Грузинского (1998) (რუსეთის იმპერიის თავად-აზნაურული გვარები: ტომი IV, საქართველოს სამეფოს თავადაზნაურობა) გვ.198
  3. 3.0 3.1 3.2 Toumanoff, Cyrille, Manuel de Généalogie et de Chronologie pour le Caucase chrétien (Arménie, Géorgie, Albanie), 1976 (გვ.455)
  4. ჯამბურია გ., ქსე, ტ. 1, გვ. 532-533, თბ., 1975
  5. Дворянские Роды Российской Империи. Том 4 Князья Царства Грузинского, 1998 (გვ.198)
  6. Дворянские Роды Российской Империи. Том 4 Князья Царства Грузинского (1998) (რუსეთის იმპერიის თავად-აზნაურული გვარები: ტომი IV, საქართველოს სამეფოს თავადაზნაურობა) გვ.258-259
  7. ჯამბურია გ., ქსე, ტ. 1, გვ. 532-533, თბ., 1975
  8. საქართველოს სოციალური ურთიერთობის ისტორიიდან: ქართლის სათავადოები, თბილისი: სახელგამი, 1955. — გვ. 87, 88, 89, 90, 91, 92, 93, 94, 95.
  9. ისინი აგრეთვე ცნობილები არიან, როგორც სიდამონები, სიდამონისძენი, სიდამონიძეები, სიდამონიშვილები, სიდამონ-ერისთავები, სიდამონ(იძე)-ერისთვი(ს)შვილები, არაგვის ერისთავები, არაგვის ერისთვი(ს)შვილები და სიდამონოვები (რუსეთის იმპერიაში) თუმცა უნდა ითქვას, რომ ფორმა ერისთვი(ს)შვილი და ერისთავი მარტო არაგვის ერისთავებს არ მოიხსენიებოდნენ.
  10. 10.0 10.1 10.2 10.3 10.4 10.5 10.6 10.7 დავით გვრიტიშვილი, საქართველოს სოციალური ურთიერთობის ისტორიიდან: ქართლის სათავადოები, თბილისი: სახელგამი, 1955. — გვ. 87, 88, 89, 90, 91, 92, 93, 94, 95.
  11. 11.00 11.01 11.02 11.03 11.04 11.05 11.06 11.07 11.08 11.09 11.10 11.11 ჯამბურია გ., ქსე, ტ. 1, გვ. 532-533, თბ., 1975
  12. Toumanoff, Cyrille, Manuel de Généalogie et de Chronologie pour le Caucase chrétien (Arménie, Géorgie, Albanie), 1976 (გვ.455)
  13. სიდამონ-ერისთავები (იგივე სიდამონიძეები) შემდგომში გამოეყვნენ არაგვის ერისთავებს და საკუთარი საგვარეულო ჩამოაყალიბეს (წყარო: Князья Сидамоновы (Сидамонидзе, Сидамоновы-Эристовы) // Думин С. В., Чиковани Ю. К.. Дворянские роды Российской империи. Том 4. Князья Царства Грузинского. — გვ. 198–201.)
  14. 14.0 14.1 14.2 14.3 14.4 14.5 Князья Сидамоновы (Сидамонидзе, Сидамоновы-Эристовы) // Думин С. В., Чиковани Ю. К.. Дворянские роды Российской империи. Том 4. Князья Царства Грузинского. — გვ. 198–201.
     
    „Свидетельство об их происхождении из рода арагвских эриставов Сидамонидзе подписали в числе прочих полковник князь Реваз Эристов, князь Шанше Эристов (из рода Эристовых-Ксанских), князь Константин Багратион-Мухранский, князья Орбелиани.“
  15. Гутнов Ф. Х. Генеалогические предания осетин как исторический источник, Орджоникидзе, 1989. (გუტნოვი ფ., ოსების გენეალოგიური ლეგენდები, როგორც ისტორიული წყარო), ორჯონიკიძე (ვლადიკავკაზი), 1989);
  16. 16.0 16.1 16.2 16.3 Toumanoff, Cyril (1967). Studies in Christian Caucasian History, p. 271. Georgetown University Press.
  17. Абаев В. И. Избранные работы. Т. I. Религия. Фольклор. Литература. Владикавказ, 1990. (აბაევი ვ., რჩეული ნაშრომები. ტ.I რელიგია, ფოლკლორი, ლიტერატურა. ვლადიკავკაზი, 1990.), გვ.425.
  18. აღწერა სამეფოსა საქართველოსა (Описание Царства Грузинского) (თ.ლომოური და ნ.ბერძენიშვილი რედაქციით), სტალინის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი, 1941 წ. თ. 24,106,109,111,112,
  19. ჯაოშვილი ვ. გვასალია ჯ. ბედუკაძე., ქსე, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 660.
  20. არაგვის-ერისთავილევან ბერაია
  21. 21.0 21.1 21.2 21.3 Князья Эристовы (Эристави-Арагвские) // Думин С. В., Чиковани Ю. К.. Дворянские роды Российской империи. Том 4. Князья Царства Грузинского. — გვ. 258–265.
  22. 22.0 22.1 22.2 Общий гербовник дворянских родов Всероссийской империи (რუსეთის იმპერიის დიდგვაროვანი ოჯახების საერთო გერბები) ნაწ. მე-16, გვ.2.