დავით გვრიტიშვილი

დავით ვლადიმერის ძე გვრიტიშვილი (დ. 15 თებერვალი, 1915, სოფელი იკოთი, ახლანდელი ახალგორის მუნიციპალიტეტი — გ. 20 ოქტომბერი, 1969, თბილისი) — ქართველი ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1938 წელს. 1942–1943 წლებში იბრძოდა II მსოფლიო ომში. 1943 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტში; 1956–1961 წლებში იყო თსუ ისტორიის ფაკულტეტის დეკანი; 1961–1969 წლებში საქართველოს ისტორიის კათედრის პროფესორი. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა XIII-XVIII სს-ის საქართველოს სოციალ-ეკონომიკური და პოლიტიკური ისტორიის შესწავლის საქმეში, გამოიკვლია ქართველი ყმა-გლეხობის, ფეოდალური ქალაქების (თბილისი, გორი), საზოგადოებრივი აზროვნებისა და კულტურის ისტორიის მთელი რიგი საკითხები.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • ფეოდალური საქართველოს სოციალური ურთიერთობის ისტორიიდან : ქართლის სათავადოები (ავტორი). - თბილისი, სახელგამი, 1955. - 512გვ.
  • გორის ისტორია (ავტორი). - თბილისი, სახელგამი, 1954. - 303გვ.
  • ივანე ჯავახიშვილი : მონოგრაფია (ავტორი). - თბილისი, საბლიტგამი, 1949. - 148გვ.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 105, თბ., 1994

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება