ნუგზარ არაგვის ერისთავი

ნუგზარ არაგვის ერისთავი (გ. დაახლოებით 1618) — არაგვის ერისთავი XVII საუკუნის I მეოთხედში. მისი ასული რუსუდანი ცოლად ჰყავდა გიორგი სააკაძეს. 1603 აუჯანყდა კახეთის მეფეს და ქართლის მეფის გიორგი X-ს ქვეშევრდომი გახდა. 1612 წელს გიორგი სააკაძესთან ერთად ირანში გაიქცა, მაგრამ მალე შაჰის ნებართვით სამშობლოში დაბრუნდა. იგი მკაცრი მეთოდებით ცდილობდა ბატონყმურ ურთიერთობათა დანერგვას მთაში.

ნუგზარ ერისთავი გამოირჩეოდა სისასტიკით, რის გამოც ის ხალხურ ზეპირმეტყველებაში შემდეგნაირად შემორჩა:

ნუგზარ ერისთჳს დროსაო, სისხლის წჳმების დროსაო...

წინამორბედი:
არაგვის ერისთავი
- 1618
შემდეგი:
ბაადურ

ლიტერატურა

რედაქტირება
  • გვრიტიშვილი დ., ფეოდალური საქართველოს სოციალური ურთიერთობის ისტორიიდან (ქართლის სათავადოები), თბ., 1955;
  • საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973;