პორტალი:ტრანსპორტი/ძირითადი მოვლენები
ტრანსპორტის ძირითადი ისტორიული მოვლენები
რედაქტირებაიანვარი
რედაქტირება- 1863 : ლონდონ ანდერგრაუნდი, მსოფლიოს უძველესი მიწისქვეშა რკინიგზა, გაიხსნა ლონდონის პადინგტონისა და ფარინგდონის სადგურებს შორის.
- 1902 : შვეიცარიის ფედერალური რკინიგზა ჩამოყალიბდა.
- 1942 : ჰენრი ფორდმა პლასტმასის ავტომობილი დააპატენტა, რომელიც ჩვეულებრივ მანქანაზე 30%-ით ნაკლებს იწონიდა.
- 1948 : ბრიტანეთის რკინიგზის ქსელის ნაციონალიზაციით ბრიტიშ რეილი ჩამოყალიბდა.
- 2004 : მსოფლიოს უდიდესი ოკეანის ლაინერი დედოფალი მერი 2 პირველ რეისში გავიდა.
- 2005 : Airbus A380 (სურათზე), მსოფლიოს უდიდესი კომერციული თვითმფრინავი, წარმოადგინეს ტულუზაში, საფრანგეთი.
თებერვალი
რედაქტირებამარტი
რედაქტირებააპრილი
რედაქტირება- 1853 : პირველი სამგზავრო რკინიგზა გაიხსნა ინდოეთში, ბომბეიდან თჰანემდე.
- 1912 : ბრიტანული სამგზავრო ლაინერი ტიტანიკი ჩაიძირა ჩრდილოეთ ატლანტის ოკეანეში, აისბერგთან (სურათზე) შეჯახებიდან ორნახევარ საათში.
- 1927 : ვოლვო-ს პირველი ავტომობილი წარმოადგინეს გოტენბურგში, შვედეთი.
- 1964 : ჯერი მოკი პირველი ქალი გახდა, რომელმაც მსოფლიოს გარს შემოუფრინა.
- 1967 : ბოინგ 737-ის პირველი ავიარეისი შედგა.
- 1981 : პირველი კოსმოსური შატლი კოლუმბია პირველ საცდელ ფრენას ასრულებს.
- 2004 : ბანკოკის მეტროპოლიტენი გაიხსნა.
მაისი
რედაქტირებაივნისი
რედაქტირება- 1783 : ძმებმა მონგოლფიერებმა საზოგადოებას საკუთარი მონგოლფიერი (საჰაერო ბურთი, სურათზე) წარუდგინეს.
- 1896 : ჰენრი ფორდმა ააწყო და წარმატებით გამოცადა ფორდ კვადრიციკლი, მისი პირველი ბენზინის საწვავის ავტომობილი.
- 1903 : კომპანია ფორდ მოტორი დაარსდა დეტროიტში, აშშ.
- 1959 : სენტ-ლორენსის საზღვაო გზა გაიხსნა, რომელმაც ჩრდილოეთ ამერიკის დიდი ტბები ოკეანეს დაუკავშირა.
- 1967 : პროგრამა ვენერა : კოსმოსში გაუშვეს ვენერა 4, პირველი კოსმოსური რაკეტა, რომელმაც სხვა პლანეტის ატმოსფეროს მიაღწია და წარმატებით დააბრუნა ინფორმაცია.
- 2004 : SpaceShipOne პირველი კერძოდ დაფინანსებული კოსმოსური ხომალდი გახდა, რომელმაც კოსმოსში გაფრენა მოახერხა.
ივლისი
რედაქტირებააგვისტო
რედაქტირება- 1870 : ტაუერ-საბვეი, მსოფლიოს პირველი მიწისქვეშა რკინიგზა, გაიხსნა ლონდონში.
- 1889 : პირველი უსადენო შეტყობინება გაიგზავნა ოკეანეში გასული ხომალდიდან ხმელეთზე.
- 1914 : კლივლენდში (ოჰაიო) მსოფლიოში პირველი საგზაო შუქნიშანი დამონტაჟდა.
- 1932 : სურამის უღელტეხილზე პირველი ელექტრომატარებელი გავიდა.
- 1960 : სპუტნიკ-5 - საბჭოთა კავშირმა ორბიტაზე თანამგზავრი გაუშვა ძაღლებით ბელკა და სტრელკა, 40 თაგვით, 2 ვირთხითა და სხვადასხვა სახეობის მცენარით.
- 1961 : საბჭოთა კოსმონავტი გერმან ტიტოვი მეორე წარმატებულ ფრენას ახორციელებს დედამიწის ორბიტაზე.
სექტემბერი
რედაქტირება- 1522 : ფერნანდო მაგელანის ერთ-ერთი გადარჩენილი ხომალდი, კარაველა ვიქტორია (სურათზე), ესპანეთის პორტ სანლუკარ-დე-ბარამედაში დაბრუნდა, რითაც პირველი ხომალდი გახდა, რომელმაც მსოფლიოს შემოუარა.
- 1620 : პილიგრიმები პლიმუთიდან, ინგლისი, ხომალდი მეიფლაუერით ჩრდილოეთ ამერიკისკენ იღებენ გეზს.
- 1908 : კომპანია ჯენერალ მოტორსი დაარსდა ფლინტში, მიჩიგანი.
- 1967 : დაგენ H — საავტომობილო მოძრაობა შვედეთში ერთ ღამეში მარჯვენა მხარეზე ინაცვლებს.
- 1976 : ვიკინგის პროგრამა — ხომალდი „ვიკინგ 2“ მარსზე დაეშვა.
- 1984 : ჯო კიტინგერი პირველი ადამიანი გახდა, რომელმაც მონგოლფიერით მარტო ატლანტის ოკეანე გადაჭრა.
- 1994 : კოსმოსურმა აპარატმა ულისე მზის სამხრეთ პოლუსს ჩაუფრინა.
ოქტომბერი
რედაქტირება- 1492 : ქრისტეფორე კოლუმბის ექსპედიცია ხმელეთს მიადგა კარიბის ზღვაში, კერძოდ ბაჰამებზე.
- 1957 : საბჭოთა კოსმოსური აპარატი სპუტნიკ-1 (სურათზე), პირველი ხელოვნური თანამგზავრი დედამიწის ორბიტაზე, გაუშვეს ბაიკონურის კოსმოდრომიდან, ყაზახეთის სსრ.
- 1958 : Pan American Airways ახორციელებს ბოინგ-707-ის პირველ კომერციულ რეისს ნიუ-იორკიდან პარიზში.
- 1967 : საბჭოთა ზონდი ვენერა-4 პლანეტა ვენერას აღწევს და პირველი კოსმოსური აპარატი ხდება, რომელმაც სხვა პლანეტის ატმოსფერო გაზომა.
- 2007 : Airbus A380-ის პირველი სამგზავრო რეისი განხორციელდა სინგაპურის ავიახაზების მიერ, მარშრუტით სინგაპური-სიდნეი, ავსტრალია.
ნოემბერი
რედაქტირება- 1520 : მაგელანის სრუტეზე, რომელიც წყნარ და ატლანტის ოკეანეებს აკავშირებს, პირველად გადის ფერნანდო მაგელანი მისი მსოფლიოს ირგვლივ მოგზაურობისას.
- 1957 : სპუტნიკის პროგრამა — საბჭოთა კავშირმა სპუტნიკ-2 გაუშვა. ორბიტაზე გავიდა პირველი ცხოველი, ძაღლი სახელით ლაიკა.
- 1910 : პირველი საჰაერო სატვირთო გადაზიდვა (დეიტონიდან კოლუმბუსში, ოჰაიო) განხორციელდა ძმები რაიტებისა და უნივერსალური მაღაზიის მფლობელი მაქს მურჰაუსის მიერ.
- 1926 : აშშ-ის ავტომაგისტრალი Route 66 (ლოგო სურათზე) გაიხსნა.
- 1971 : მარინერის პროგრამა — მარინერ-9 მარსს აღწევს და პირველი კოსმოსური ხომალდი გახდა, რომელმაც სხვა პლანეტას შემოუფრინა.
- 1999 : შენჟუ-1 — ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პირველი კოსმოსური ხომალდი გაუშვეს.
- 2003 : კონკორდის ბოლო ფრენა განხოეციელდა, ბრისტოლზე, ინგლისი.
- 2005 : ევროპის კოსმოსური სააგენტოს მისია ვენერა-ექსპრესი გაუშვეს ბაიკონურის კოსმოდრომიდან ყაზაზეთში.
დეკემბერი
რედაქტირება- 1577 : სერ ფრენსის დრეიკი პლიმუთიდან, ინგლისი, მსოფლიოს გარშემო მოგზაურობას იწყებს.
- 1868 : პირველი შუქნიშნები დაამონტაჟეს ლონდონში ვესტმინსტერის სასახლესთან. რკინიგზის მიმანიშნებლების მსგავსად ამ შუქნიშნებს ჯვარედინი მხრები ჰქონდა და ღამით წითელი და მწვანე გაზის ლამპებით ანათებდა.
- 1896 : გლაზგოს მიწისქვეშა რკინიგზა გახსნა გლაზგოს ოლქის მეტროპოლიტენის კომპანიამ.
- 1897 : ლონდონი მსოფლიოს პირველი ქალაქი გახდა, სადაც ლიცენზირებული ტაქსები შემოიღეს.
- 1913 : Ford Motor Company-მ პირველი მოძრავი კონვეიერი გახსნა.
- 1972 : აპოლო 17 მეექსვსე და ბოლო აპოლოს მისია გახდა, რომელიც მთვარეზე დაეშვა.
- 1986 : ვოიაჯერი (სურათზე) ედვარდსის ავიაბაზაზე დაეშვა კალიფორნიაში და პირველი თვითმფრინავი გახდა, რომელმაც შეუჩერებლად შემოუფრინა მსოფლიოს.