მაგელანის სრუტე — სანაოსნო გზა, რომელიც მდებარეობს სამხრეთ ამერიკის კონტინენტის სამხრეთით, მატერიკსა და კუნძულ ცეცხლოვან მიწას შორის. სრუტე წარმოადგენს ყველაზე მნიშვნელოვან ბუნებრივ დამაკავშირებელ გზას ატლანტისა და წყნარ ოკეანეებს შორის, მაგრამ იგი მიჩნეულია სანაოსნოდ საკმაოდ რთულ გზად, არაპროგნოზირებადი ამინდის, დინებებისა და ვიწრო გასასვლელების გამო.

მაგელანის სრუტის თანამგზავრული სურათი
მაგელანის სრუტე

პირველი ევროპელი, რომელმაც ამ სრუტით ისარგებლა, იყო პორტუგალიელი ზღვაოსანი, ესპანეთის მეფის სამსახურში მყოფი ფერნანდო მაგელანი, რომელმაც აქ 1520 წელს გაიარა მსოფლიოს გარშემო მოგზაურობის დროს. იმის გამო, რომ მაგელანმა სრუტეში 1 ნოემბერს, ყველა წმინდანის ხსენების დღეს გაირა, უწოდა მას „ყველა წმინდანის სრუტე“ (Estrecho de Todos los Santos). მოგვიანებით, ესპანეთის მეფემ, სრუტეს სახელი შეუცვალა და ზღვაოსნის პატივსაცემად მას მაგელანის სრუტე უწოდა.

გალერეა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება