მეიფლაუერი
მეიფლაუერი (ინგლ. Mayflower, სიტყვასიტყვით „მაისის ყვავილი“, კუნელი) — განთქმული თევზსარეწი იალქნიანი ინგლისური ხომალდი, რომელმაც ინგლისელი პურიტანები, ანუ პილიგრიმები, პლიმუთიდან (ინგლისი) ახალ მსოფლიოში (დღევანდელი მასაჩუსეტსი) ჩაიყვანა 1620 წელს.[1] გემზე დაახლოებით 102 მგზავრი და გემის ეკიპაჟის 30 წევრი იყო, მაგრამ მგზავრთა ზუსტი რიცხვი უცნობია. იყო მეორე გემიც იგივე სახელწოდებით, რომელმაც ლონდონსა და ახალ პლიმუთს შორის რამდენიმე რეისი შეასრულა.
ხომალდმა ინგლისი 6 სექტემბერს (ძველი სტილით) დატოვა და 66-დღიანი მგზავრობის შემდეგ, ღუზა 11 ნოემბერს კეიპ-კოდის ყურეში ჩაუშვა. თავდაპირველად ხომალდმა მიმართულება მდინარე ჰუდსონზე აიღო, დღევანდელი ნიუ-იორკის მახლობლად, თუმცა მოახლოებული ზამთრის გამო ხომალდი კეიპ-კოდში გაჩერდა.
21 მარტს ყველა გადარჩენილი მგზავრი, რომელიც ზამთარს ხომალდზე აფარებდა თავს, პლიმუთის სანაპიროზე გადმოსხლდა, ხოლო 15 მაისს მეიფლაუერი უკან ინგლისში დაბრუნდა. 1623 წელს, კაპიტანი ქრისტოფერ ჯოუნსის გარდაცვალებიდან ერთ წელიდადში, ხომალდი, სავარაუდოდ, ჯართისთვის დაშალეს როთერჰითში, ინგლისი.
მეიფლაუერს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ამერიკის ისტორიაში, როგორც მომავალი აშშ-ის ადრეული ევროპული კოლონიზაციის სიმბოლოს. ინგლისის ეკლესიისა და მთავრობის ჩაგვრის გამო, რელიგიურ სეპარატისტთა მცირე ჯგუფს, რომლებიც გემის მგზავრთა თითქმის ნახევარს შეადგენდნენ, სურდათ ამ ჩაგვრისგან განთავისუფლება. რელიგიური თავისუფლების ეს სიმბოლო აშშ-ის ისტორიას ნათელ წერტილად მოჰყვება და ნებისმიერი ამერიკული ისტორიის სახელმძღვანელოს ქვაკუთხედია.
ამერიკელებს, რომელთა ფესვები ახალ ინგლისთან არის დაკავშირებული, ხშირად სჯერათ, რომ ისინი მეიფლაუერის მგზავრთა შთამომავლები არიან. მეიფლაუერის მოგზაურობისა და პლიმუთის კოლონიის დაარსების შესახებ ძირითადი ცნობები უილიამ ბრედფორდს ეკუთვნის, რომელიც ამ კოლონიის წინამძღოლი და მოგვიანებით მისი მმართველი იყო.
მეიფლაუერის სტრუქტურა და აგებულება
რედაქტირებამეიფლაუერის ზუსტი ზომები არ არის ცნობილი. გემის ზოგადი განლაგება კი ასეთი იყო:
სამი ანძა: კიჩოს ანძა, მთავარი (შუა ნაწილში), წინა მხრის, გემის ცხვირის არეში.[2]
სამი ძირითადი დონე: მთავარი გემბანი, იარაღის გემბანი და ტვირთის საჭერი. მთავარ გემბანზე მოქცეული იყო სალონი კაპიტან კრისტოფერ ჯოუნსისთვის, რომლის წინ მდებარეობდა სადგომი ოთახი, რომელიც, სავარაუდოდ, გემის ოფიცრებისათვის იყო განკუთვნილი და იქ განთავსებული იყო გემის კომპასი და გემის კონტროლისათვის საჭირო ხელსაწყოები. მთავარ გემბანთან, გემის ცხვირის უკანა მხარეს, განთავსებული იყო გემის სამზარეულო ეკიპაჟისთვის, სადაც მზადდებოდა კერძები. ასევე, ეს შეიძლება ყოფილიყო მეზღვაურების საძინებელი.[3]
გემზე განთავსებული იყო იარაღის ოთახიც, რომელიც განრიდებული იყო მგზავრებისგან და მათ არ მიუწვდებოდათ ხელი. იარაღის ოთახში შეიძლება ასევე განთავსებული ყოფილიყო პატარა ქვემეხი, გემიდან ცეცხლის გასახსნელად. იარაღის გემბანზე მხოლოდ ხის ან თოკის კიბით თუ მიაღწევდით, რადგან იგი რთულად მისაწვდომი უნდა ყოფილიყო მგზავრებისათვის.[4]
იარაღის გემბანის ქვეშ იყო ტვირთი, სადაც მგზავრები ინახავდნენ საკვების უმეტეს ნაწილს და სხვა ნივთებს, მათ შორის ტანსაცმელსა და საწოლებს. მგზავრების ჰქონდათ პირადი იარაღი და სამხედრო აღჭურვილობა, მაგალითად: ჯავშანი, მუშკეტები და ცეცხლსასროლი იარაღით, ხმლები და პატრონტაშები. აქვე ინახებოდა ყველა ის ინსტრუმენტი, რაც პილიგრიმებს დასჭირდებოდათ საჭმლის მოსამზადებლად. [5]
გარდა მგზავრთა პირადი შეიარაღებისა, მეიფლაუერი მძიმედ იყო შეიარაღებული: აღჭურვილი იყო საბრძოლო ქვემეხებითა და ჭავლებით.[6]
მოგზაურობა
რედაქტირებადაახლოებით 65 მგზავრით გამოჩნდა მეიფლაუერი 1620 წლის ივლისის შუა რიცხვებში, როდესაც მიუახლოვდა მდინარე ტემზას.[7] გემმა ჩაიარა ინგლისის არხში, შემდეგ კი ინგლისის სამხრეთ სანაპიროზე. 22 ივლისს მეიფლაუერი ელოდებოდა კატარღა სპიდველთან შეხვედრას, რომელსაც გადმოჰყავდა ჰოლანდიიდან ჩამოსული ინგლისელი სეპარატისტი პურიტანები, „ლეიდენის კრების“ წევრებთან ერთად, რომლებიც გაიქცნენ ჰოლანდიაში ინგლისში არსებული რელიგიური დევნისგან თავის დასაღწევად.
ხომალდებმა 5 ივნისს ამერიკისკენ გაცურეს, მაგრამ სპიდველს (Speedwell) მალევე პრობლემები გაუჩნდა და ორივე ხომალდი დართმუთში მიიყვანეს რემონტისთვის. რემონტის დასრულების შემდეგ კვლავ დაიწყეს მოგზაურობა ამერიკისკენ, მაგრამ ინგლისის სამხრეთ-დასავლეთით 320 კილომეტრზე სპიდველს კვლავ ტექნიკური პრობლემები შეექმნა. ამ დროისათვის უკვე სექტემბერი იწყებოდა და აშკარა იყო, რომ უარი უნდა ეთქვათ სპიდველით მოგზაურობაზე. ეს საშინელი მოვლენა იყო, რადგან ხომალდს საკუთარი სასიცოცხლო თანხები დააახარჯეს და კატარღა ძალიან მნიშვნელოვნად მიიჩნეოდა ამერიკაში დასახლების მსურველთათვის. ორივე გემი დაბრუნდა პლიმუთში, სადაც სპიდველის მგზავრები შეუერთდნენ მეიფლაუერს, სხვები კი ჰოლანდიაში დაბრუნდნენ. მეიფლაუერმა გააგრძელა ამერიკაში მოგზაურობა, ხოლო, სპიდველი გაიყიდა მალევე. [8]
მეიფლაუერმა გაიყოლა 102 მგზავრი, ასევე ეკიპაჟი, რომელიც შედგებოდა 25-დან 30 ოფიცერისა და კაცებისგან, ასევე შესაძლებელია, რომ მგზავრთა რაოდენობა უფრო მრავალრიცხოვანი ყოფილიყო, მაგალითად 130.[9] უილიამ ბრედფორდის თანახმად, მგზავრობაზე უარი მგზავრთა დიდმა ნაწილმა თქვა სიკვდილის (სპიდველის კრახის გამო) და ამერიკაში შიმშილის შიშით.[10]
მეიფლაუერი შლის აფრებს
რედაქტირებამეიფლაუერი პლიმუთიდან გავიდა 1620 წლის 6 სექტემბერს (1620 წლის 16 სექტემბერი,ახალი სტილით) და ბრედფორდმა ამ მოვლენას უწოდა „წარმატებული ქარი“.[11]
მეიფლაუერის ბორტზე მრავალი მაღაზია იყო, რომელიც მომლოცველებს ამარაგებდა მოგზაურობისას საჭირო ნივთებით და ამზადებდა მათ მომავალი ცხოვრების უკეთესად მოსაწყობად.სავარაუდოდ, მათ ჰყავდათ ცოცხალი ცხოველებიც, მათ შორის ძაღლი, ცხვარი, თხა და ფრინველი. ცხენები და პირუტყვი მოგვიანებით გამოჩნდნენ. გემი ასევე მოიცავდა ორი ნავს. მათ შეეძლოთ, დაეცვათ თავი როგორც ევროპული ძალებისგან, ასევე ინდიელებისგან.[12]
ხშირად დიდი ტალღები საფრთხეს უქმნიდა გემის აგებულებას და სტრუქტურას. მგზავრები უჩიოდნენ საჭმლისა და სასმელი წყლის სიმცირეს.[12][13]
ჩამოსვლა ამერიკაში
რედაქტირება1620 წლის 9 ნოემბერს, ძველი სტილით (1620 წლის 19 ნოემბერი, ახალი სტილით), ისინი მიუახლოვნდნენ დღევანდელი კეიპ-კოდის ყურეს. რამდენიმე დღის განმავლობაში ცდილობდნენ გემის სამხრეთით წაყვანას, სურდათ ვირჯინიის კოლონიაში შესვლა დანიშნულებისამებრ, რაშიც მათ ხელი შეუშალათ ვაჭრების კომპანიამ. ამასთანავე, ზამთრის ძლიერმა სუსხმა აიძულათ დაბრუნებულიყვნენ კეიპ-კოდის ყურის ნავსადგურთან ახლოს.[14][15][16][17]
პირველი ზამთარი
რედაქტირებაზამთრის პერიოდში მგზავრები დარჩნენ მეიფლაუერის გემზე, რომელიც დაავადდა გადამდები დაავადებებით. ეს დაავადებები აღწერილია როგორც პნევმონიისა და ტუბერკულოზის ნაზავი. როდესაც დაავადებები დასრულდა, მხოლოდ 53 მგზავრი გადარჩა - ნახევარზე მეტი. ეკიპაჟის მეორე ნახევარი გარდაიცვალა. გაზაფხულზე მათ ააშენეს ქოხები და მგზავრებმა 1621 წლის 21 მარტს დატოვეს მეიფლაუერი.[18]
დევნილებმა გადაწყვიტეს, 1621 წლის თებერვლის ბოლოს დასახლებული პუნქტის მიმდებარე ბორცვზე გაეთავსებინათ დამფარავი ორნამენტები, რათა თავი დაეცვათ ადგილობრივი მოსახლეობის თავდასხმისგან. კრისტოფერ ჯოუნსი მეთვალყურეობდა „დიდი იარაღის“ გადაზიდვას: ექვსი რკინის ქვემეხი, რომლებიც სიგრძეში ოთხიდან რვა ფუტამდე იყო (1.2-დან 2.4 მ-მდე სიგრძით) და იწონიდა თითქმის ნახევარ ტონას. ქვემეხებს შეეძლო რკინის ბურთულების გასროლა 3,5 ინჩის (8.9 სმ) დიამეტრით, 1,700 იარდზე (1.5 კმ). ამ მოქმედებამ ახალდასახლებული სოფელი კარგად დაცულ ციხესიმაგრედ აქცია და შესაბამისად, შემოსევების შიშიც გაქრა.[19]
თავდაპირველად ჯოუნსი გეგმავდა ინგლისში დაბრუნებას, როგორც კი მომლოცველები დასახლებისათვის კარგ ადგილს იპოვნიდნენ. მაგრამ მისი ეკიპაჟის წევრები დაიღუპნენ იმავე დაავადებებით, რაც პილიგრიმებს ჭირდათ და მიხვდა, რომ იგი პლიმუთის ნავსადგურში უნდა დარჩენილიყო სანამ არ დაინახა, რომ მისი ეკიპაჟის წევრებმა დაიწყეს გამოჯანმრთელება.[20] 1620–21 წლის ზამთრის შემდეგ, ჯოუნსმა ინგლისში დაბრუნება გადაწყვიტა 1621 წლის 5 აპრილს, თუმცა პლიმუთის ნავსადგურის სანაპირო ქვებით იყო სავსე. როგორც პილიგრიმები, ასევე მისი მეზღვაურები დაავადებით დაავადდნენ. ჯოუნსმა დაკარგა თავისი გემები, ცეცხლსასროლი იარაღის სამი მეოთხედი, მზარეული და ათზე მეტი მეზღვაური. თუმცა მაინც მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი ინგლისში დაბრუნება.
მეიფლაუერმა ბრწყინვალედ იმოგზაურა უკან ინგლისისკენ. საშინელმა დასავლეთის ქარმა, რომელიც მისი გამოსვლისთანავე გამწვავდა, აიძულა შინ წასულიყო და იგი ჩამოვიდა ლონდონის მთავარ პორტში 1621 წლის 6 მაისს,[21] იმაზე ნაკლებ დროში, ვიდრე გემს დასჭირდა ინგლისიდან ამერიკაში ჩასასვლელად.[22]
ჯოუნსი გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც საფრანგეთის მოგზაურობიდან დაბრუნდა, 1622 წლის 5 მარტს, დაახლოებით 52 წლის ასაკში. მომდევნო ორი წლის განმავლობაში მეიფლაუერი იდგა როთერითის ნავსადგურში, ჯონის სამარხიდან (წმინდა მარიამის ეკლესიაში) არც თუ ისე შორს. 1624 წლისთვის მეიფლაუერი აღარ იყო გამოყენებადი როგორც გემი. მისი შემდგომი ბედი უცნობია, მაგრამ იგი, სავარაუდოდ, დაშალეს.[23]
ლიტერატურა
რედაქტირება- Bradford, William; William T. Davis (ed) (1908). Bradford's History of Plymouth Plantation, 1606-1646. Scribners. (the only written account of the voyage)
- R. G. Marsden, The 'Mayflower, English Historical Review 19 (October 1904): 669-80.
- Philbrick, Nathaniel (2006). Mayflower: A Story of Courage, Community, and War. Viking. ISBN 0-670-03760-5.
- Usher, Roland G (1984). The Pilgrims and their History. Williamstown, Massachusetts: Corner House Publishers. ISBN 0-87928-082-4. (originally published in 1918)
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Mayflower history დაარქივებული 2005-10-18 საიტზე Wayback Machine.
- Pilgrim Hall Museum
- General Society of Mayflower Descendants დაარქივებული 2016-11-20 საიტზე Wayback Machine.
- The Mayflower And Her Log დაარქივებული 2004-02-18 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Folsom, George. et al. Historical Magazine: and Notes and Queries Concerning the Antiquities, History, and Biography of America. (C. B. Richardson, 1867) page 277
- ↑ Cross-Section. MayflowerHistory.com.
- ↑ Johnson 2006, p. 30.
- ↑ Johnson 2006, p. 31.
- ↑ Johnson 2006, pp. 30–31.
- ↑ Nick Bunker, Making Haste from Babylon: The Mayflower Pilgrims and their New World a History (New York: Knopf 2010), p. 31
- ↑ Charles Edward Banks p.17
- ↑ The story of the Pilgrim fathers, 1606-1623 A. D.; Arber, Edward, ed. 1836-1912., p. 341, https://hdl.handle.net/2027/mdp.39015003851964?urlappend=%3Bseq=359, accessed 11/28/2019
- ↑ Charles Edward Banks, The English Ancestry and Homes of the Pilgrim Fathers Who Came to Plymouth on the "Mayflower" in 1620, the "Fortune" in 1621, and the "Anne" and "Little James" in 1623, orig. pub 1929, reprint 2006 by Genealogical Publishing Co., p. 17–19
- ↑ Nathaniel Philbrick, Mayflower: A Story of Courage, Community and War, (Penguin Books 2006), p. 28
- ↑ Nathaniel Philbrick, Mayflower: A Story of Courage, Community and War, (Penguin Books 2006), p. 29
- ↑ 12.0 12.1 Hodgson, Godfrey. A Great and Godly Adventure. Public Affairs: New York, 2006
- ↑ Nathaniel Philbrick, Mayflower: A Story of Courage, Community and War, (Penguin Books 2006), p. 4
- ↑ Eugene Aubrey Stratton. Plymouth Colony: Its History and People, 1620–1691, (Ancestry Publishing, Salt Lake City, UT, 1986) p. 413
- ↑ Bjoern Moritz, The Pilgrim-Fathers' Voyage with the Mayflower (ShipsOnStamps 2003) [1]
- ↑ William Bradford. History of Plymouth Plantation by William Bradford, the second Governor of Plymouth (Boston. 1856 Not in copyright) p. 448
- ↑ George Ernest Bowman, The Mayflower Compact and its signers, (Boston: Massachusetts Society of Mayflower Descendants, 1920). Photocopies of the 1622, 1646 and 1669 versions of the document pp. 7–19.
- ↑ (2018) The Mayflower Voyage: Premium Edition - 4 Book Collection: 4 Books in One Edition Detailing The History of the Journey, the Ship's Log & the Lives of its Pilgrim Passengers. e-artnow, გვ. 591. ISBN 978-80-272-4506-2.
- ↑ Nathaniel Philbrick, Mayflower: A Story of Courage, Community and War, (Penguin Books 2006), pp. 90–91
- ↑ Nathaniel Philbrick, Mayflower: A Story of Courage, Community and War, (Penguin Books 2006), p. 91
- ↑ John Harris, Saga Of The Pilgrims(historical analysis), (Globe Newspaper Co., 1983), webpages (no links between): UCcom-saga1 and UCcom-saga11
- ↑ Nathaniel Philbrick, Mayflower: A Story of Courage, Community and War, (Penguin Books 2006), pp. 100–101
- ↑ Nathaniel Philbrick, Mayflower: A Story of Courage, Community and War, (Penguin Books 2006), p. 101