ბენზინი
ბენზინი (ფრანგ. benzine) — სხვადასხვა აგებულების ნახშირწყალბადების ნარევი, დამახასიეთებელი სუნის მქონე, წყალზე მსუბუქი, გამჭვირვალე უფერო სითხე, დუღილის ტემპერატურაა 30-იდან 205°C, სიმკვრივე — 700-780კგ/მ³. იყინება — 60°C ქემოთ, 0°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე აალდება. ჰაერში 74-123 გ/მ³ კონცენტრაციისას ფეთქებადი ნარევები წარმოიქმნება. ბენზინს ძირითადად ნავთობის გამოხდით ან მისი თერმული და კატალიზური გადამუშავებით ღებულობენ, მცირე რაოდენობით — ქვანახშირისა და საწვავი ფიქლების, აგრეთვე ბუნებრივი აირების გადამუშავებით.
გამოყენება
რედაქტირებაბენზინს იყენებენ საწვავად შიგაწვის ძრავებში. მას ხმარობენ გამხსნელადაც, სარეცხ სითხედ და სხვა; საწვავი ბენზინი იყოფა საავტომობილო და საავიაციო ბენზინად. საავტომობილო ბენზინი ორი სახისაა: საზამთრო და საზაფხულო. საზამთრო ბენზინი შეიცავს მეტ დაბალმდუღარ ნახშირწყალბადებს, ვიდრე საზაფხულო. ბენზინის უმნიშვნელოვანესი საექსპლუატაციო თვისებაა მისი ადვილად აორთქლების უნარი და დეტონაციური მდგომარეობა. ბენზნის ანტიდეტონაციური თვისებები დამოკიდებულია შემადგენელი ნახშირწყალბადების აგებულებაზე და ფასდება ოქტანური რიცხვით. იყენებენ შემდეგი მარკის ბენზინს: A-66, A-72 და სხვა (რიცხვითი მაჩვენებლები ოქტანური რიცხვის მაჩვენებელია). დეტონაციური მდგომარეობის გასადიდებლად ბენზინს უმატებენ ტეტრაეთილტყვიას. ასეთი ეთილირებული ბენზინი შხამიანია და სხვა ბენზინებისგან განსასხვავებლად აფერადებენ.
ბენზინის უარყოფითი თვისებები
რედაქტირებაბენზინი მავნებელია ადამიანისათვის. ბენზინის ორთქლი ორგანიზმში ძირითადად ფილტვების მეშვეობით აღწევს, მაგრამ შეიძლება კანიდანაც მოხვდეს. მოწამვლის საშიშროება არსებობს ბენზინის წარმოების ყველა ეტაპზე, ტრანსპორტირებისა და განსაკუთრებით, გამოყენების დროს. ბენზინით მოწამვლა იწვევს თავის ტკივილს, ხველებას, თვალისა და ცხვირის ლორწოვანი გარსის გაღიზიანებას; მძიმე მოწამვლის შემთხვევაში — თავბრუს, ბარბაცს, ფსიქიკურ აგზნებას, პულსის შენელებას, იშვიათად — გრძნობის დაკარგვას.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 306.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- CNN/Money: Global gas prices (ინგლისური)
- EEP: European gas prices (ინგლისური)
- Transportation Energy Data Book (ინგლისური)
- Energy Supply Logistics Searchable Directory of US Terminals (ინგლისური)
- Definition of basic terms, Graphs of Gas prices. all in Slovak language (ინგლისური)
- Gasoline from Vinegar | MIT Technology Review (ინგლისური)
- High octane fuel, leaded and LRP gasoline — article from robotpig.net (ინგლისური)
- CDC – NIOSH Pocket Guide to Chemical Hazards (ინგლისური)
- Aviation Fuel Map (ინგლისური)