ნახშირწყალბადი
ნახშირწყალბადები (HC) ეწოდება ქიმიურ ნაერთებს, რომლებიც მხოლოდ ნახშირბადისა (C) და წყალბადის (H) ატომებისაგან შედგებიან. ნახშირწყალბადების ემპირიული ფორმულაა CnHm, სადაც n და m მთელი ნატურალური რიცხვებია.
კლასიფიკაცია
რედაქტირებანახშირწყალბადების დასახარისხებლად გამოიყენება მათი განდასება აღნაგობისა და შედგენილობის მიხედვით. შედგენილობის მიხედვით ნახშირყალბადები ორ დიდ ჯგუფად იყოფიან :
- ნაჯერი ნახშირწყალბადები — მათი ნახშირბადოვანი ჯაჭვი მხოლოდ მარტივი ბმებისაგან შედგება. ნაჯერი ნახშირწყალბადების წარმომადგენლებია ალკანები;
- უჯერი ნახშირწყალბადები — მათი ნახშირბადოვანი ჯაჭვი შეიცავს ერთ ან მეტ ჯერად (ორმაგ ან სამმაგ) ბმას. უჯერ ნახშირწყალბადებს მიეკუთვნებიან ალკენები, ალკინები, არომატული ნაერთები და ა.შ.
აღნაგობის მიხედვით გამოყოფენ ნახშირწყალბადების შემდეგ ჯგუფებს:
- წრფივი ნახშირყალბადები — წრფივ ნახშირწყალბადებში ნახშირბადის არც ერთი ატომი არაა დაკავშირებული ნახშირბადის ორზე მეტ სხვა ატომთან (მაგ.: ალენები);
- განტოტვილი ნახშირწყალბადები — განტოტვილ ნახშირწყალბადებში ნახშირბადის თუნდაც ერთ ატომს დამყარებული აქვს ბმა ორზე მეტ ნახშირბადის სხვა ატომთან (მაგ.: იზოოქტანი);
- ციკლური ნახშირწყალბადები — ციკლურ ნახშირწყალბადებში ნახშირბადოვანი ჯაჭვი იხშვება საკუთარ თავთან და წარმოქმნის რგოლს (მაგ.: ციკლოჰექსანი).
ემპირიული ფორმულები
რედაქტირებანაჯერი წრფივი და განტოტვილი ნახშირწყალბადების ემპირიული ფორმულაა CnH(2n+2), სადაც n ნულისაგან განსხვავებული მთელი ნატურალური რიცხვია.
ნაჯერ ციკლურ ნახშირწყალბადებს არ აქვთ საერთო ემპირიული ფორმულა ვინაიდან მათში წყალბადის ატომების რაოდენობის თანაფარდობა ნახშირბადის ატომების რაოდენობასთან დამოკიდებულია მოლეკულაში ციკლების რაოდენობაზე. ერთციკლიანი ნაჯერი ციკლური ნახშირწყალბადების ემპირიული ფორმულაა CnH2n, ორციკლიანებისა — CnH(2n-2).
შეიძლება ითქვას, რომ ნაჯერი ციკლური ნახშირწყალბადების ზოგადი ემპირიული ფორმულაა CnH(2(n-c)+2), სადა c ციკლების რაოდენობას უდრის.
უჯერი წრფივი და განტოტვილი ნახშირწყალბადების ემპირიული ფორმულაა CnH(2(n-i)+2), სადაც i უჯერობის რიცხვია.
უჯერი ციკლური ნახშირწყალბადების ემპირიული ფორმულაა CnH(2(n-i-c)+2), სადაც i უჯერობის რიცხვია, ხოლო c კი — ციკლების რაოდენობა.
მოკლე დახასიათება
რედაქტირებანახშირწყალბადები, როგორც წესი წყალში არ იხსნებიან და მას არ ერევიან. ეს განპირობებულია ნახშირწყალბადებში ბმების დაბალი პოლარულობით, რაც თავის მხრივ გამოწვეულია ნახშირბადისა და წყალბადის დაბალი ელექტროუარყოფითობით.
ბუნებაში გავრცელება და გამოყენება
რედაქტირებანახშირწყალბადები ბუნებაში ფართოდაა გავრცელებული. ნახშირწყალბადებისაგან შედგება ისეთი წიაღისეული როგორიცაა ნავთობი, ბუნებრივი აირი, ასფალტი და ა.შ.
ნახშირწყალბადები ყველაზე უფრო გავრცელებული და ხელმისაწვდომი ენერგიის წყაროა, ამიტომ ნახშირწყალბადები ფართოდ გამოიყენება საწვავად.
მათ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვთ ქიმიურ მრეწველობაშიც, რადგანაც მრავალი ქიმიური ნაწარმის საწყის ნედლეულად გამოიყენებიან.
ლიტერატურა
რედაქტირება- Silberberg, Martin. Chemistry: The Molecular Nature Of Matter and Change. New York: McGraw-Hill Companies, 2004. ISBN 0-07-310169-9