ალკენი
ალკენი — უჯერი ნახშირწყალბადი, რომელიც ერთ ორმაგ ბმას შეიცავს ორ ნახშირბადს შორის. ალკენების ზოგადი ფორმულაა CnH2n. ჰიბრიდიზაციის ტიპია sp². ჰომოლოგიური რიგის პირველი წარმომადგენელია ეთილენი (C2H4). ალკენებს ახასიათებთ ჩონჩხის, ორმაგი ბმის მდებარეობის და გეომეტრიული(ცის–ტრანს) იზომერია. მაგალითად, ბუტენს(C4H8) აქვს ორი იზომერი ბუტენ-1 და იზობუტენი, ალკენებისთვის დამახასიათებელია ცის და ტრანს იზომერია. ალკენები შეიცავენ მარტივ C-C ბმებს და ერთ ორმაგ C=C ბმას. ორმაგი ბმიდან ერთი "სიგმა" ბმაა, ერთი კი "პი "ბმა. ნახშირბადის ატომებს შორის მანძილი არის 0,134 ნმ, სავალენტო კუთხე — 120°.
ფიზიკური თვისებები
რედაქტირებაალკენები უფერული ნივთიერებებია[1]. ჰომოლოგიური რიგის პირველი სამი წევრი აირია, C16H32–მდე სითხეები, უმაღლესი წევრები – მყარი ნივთიერებები. აირად და მყარ ალკენებს სუნი არ აქვთ, ხოლო თხევადს აქვს ნავთის სუნი. ალკენების დუღილის ტემპერატურა შესაბამისი ალკანების დუღილის ტემპერატურაზე მაღალია.
ალკენების მიღება
რედაქტირებაარსებობს ალკენების მიღების სხვადასხვა ხერხი, მაგალითად:
- ალკანების დეჰიდრირება — დეჰიდრირება მიმდინარეობს 300℃-ზე კატალიზატორად გამოყენებულა ქრომის ოქსიდი:
- სპირტების დეჰიდრატაია — სპირტების დეჰიდრატაციისას წყალწამრთმევ საშუალებად გამოიყენება ალუმინის ოქსიდი ( ). ალკენის მიღება ხდება სინჯარაში სპირტის და ოქსიდის გაცხელებით, მაგრამ აუცილებელია ალუმინის ოქსიდი არ ეხებოდეს სპირტს:
- შიგამოლეკულური დეჰიდრატაციით ალკენის მიღება ასევე შესაძლებელია კონცენტრირებული გოგირდმჟავას თანაობიასას 170℃-ზე.
- ჰალოგენნაწარმის დეჰიდროჰალოგენირება — რეაქცია მიმდინარეობს ფხვიერი კალიუმის ტუტის თანაობისას
- დიჰალოგენნაწარმების დეჰალოგენირება — რეაქცია მიმდინარეობს თუთიის ფხვნილის მეშვეობით. აუცილებელია ჰალოგნის ატომები განთავსებულნი იყვნენ სხვადასხვა ნახშირბად ატომზე.
ნომენკლატურა
რედაქტირებაალკენების კლასის პირველი ათი წარმომადგენელი:
ეთენი (ეთილენი) | პროპენი | ბუტენი | პენტენი | ჰექსენი | ჰეპტენი | ოქტენი | ნონენი | დეკენი |
C2H4 | C3H6 | C4H8 | C5H10 | C6H12 | C7H14 | C8H16 | C9H18 | C10H20 |
ქიმიური თვისებები
რედაქტირებაალკენებს ახასიათებთ მიერთების რეაქცია:
- ჰიდრირება ანუ წყალბადის მიერთება:
- CH2=CH2 + H2 → CH3–CH3
- ჰიდრატაცია ანუ წყლის მიერთება:
- CH2=CH2 + H2O → CH3–CH2OH
- ჰალოგენირება ანუ ჰალოგენების მიერთება:
- CH2=CH2 + Br2 → BrCH2–CH2Br
- ჰიდროჰალოგენირება ჰალოგენწყალბადმჟავის მიერთება:
- CH3–CH=CH2 + HI → CH3–CHI−CH2–H
მარკოვნიკოვის წესის თანახმად ჰიდროჰალოგენირების დროს წყალბადი მიუერთდება ნახშირბადატომს, რომელიც უფრო მეტ წყალბადთან არის დაკავშირებული.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- საყმაწვილო ენციკლოპედია: ქიმია, თბ., 2006.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საყმაწვილო ენციკლოპედია: ქიმია, გვ. 148