ფილტვები
ფილტვები — მნიშვნელოვანი რესპირაციული ორგანო ჰაერით მსუნთქავ ცხოველებში, ასევე ზოგიერთ თევზებსა და ლოკოკინასებრებში. ყველაზე პრიმიტიული ცოცხალი ორგანიზმები ფილტვებით არიან {lungfish} და {pulmonate snails}. ძუძუმწოვრებში და უფრო კომპლექსურ ცოცხალ ორგანიზმებში ორი ფილტვი მდებარეობს მკერდის არეში გულის ორივე მხარეს. მათი ძირითადი ფუნქცია ატმოსფეროდან ჟანგბადის მიწოდებაა სისხლის მიმოქცევის სისტემისთვის და იქიდან ნახშირორჟანგის გამოყოფაა.
ადამიანის ფილტვი
რედაქტირებაადამიანს გააჩნია ორი ფილტვი (ლათ. pulmo) მარჯვენა და მარცხენა. მათ უჭირავთ თითქმის მთელი გულმკერდის ღრუ, შუა ნაწილის გამოკლებით. ფილტვს წაკვეთილი კონუსის ფორმა აქვს. შესაძგიდზე დაყრდნობილ ქვემო გაგანიერებულ ნაწილს ეწოდება ფილტვის ფუძე. ფილტვის ფუძე შედრეკილია. შევიწროებული ზემო ნაწილი ანუ ფილტვის მწვერვალი გულმკერდის ზემო ხვრელის საშუალებით ამოდის კისრის მიდამოში, ისე რომ წინიდან იგი მოთავსებულია ლავიწიდან 3-4 სანტიმეტრით ზემოთ, უკნიდან კი კისრის მეშვიდე მალის წვეტიანი მორჩის დონეზე აღწევს.
ფილტვზე განირჩევა სამი ზედაპირი: გარეთა ანუ მკერდ-ნეკნის, შიგნითა ანუ შესაყარის და ქვემო ანუ შუასაძგიდის. მკერდ-ნეკნის ზედაპირის შუასაძგიდის ზედაპირში გადასვლით იქმნება ფილტვის მახვილი ქვემო კიდე; მკერდ-ნეკნის ზედაპირის შუასაყარის ზედაპირში გადასვლით წინიდან იქმნება წინა მახვილი კიდე, ხოლო უკნიდან ბლაგვი უკანა კიდე. შუასაყრის ზედაპირზე, უკანა კიდის მახლობლად, აღინიშნება ჩაღრმავება, რომელსაც ფილტვის კარი ეწოდება. კარის საშუალებით ფილტვში შედის პირველადი ბრონქი, ფილტვის არტერია (რომელსაც შეაქვს ფილტვში ვენური სისხლი), ბრონქული არტერიები (რომლებთაც შეაქვთ არტერიული სისხლი ფილტვის საკვებად) და ფილტვის ნერვები. ფილტვის კარიდან გამოდის ორი ვენა, რომელთაც მოაქვსთ გულში არტერიული სისხლი, ბრონქული ვენები და ლიმფური ძარღვები. ფილტვის კარში გამავალ წარმონაქმნთა კომპლექსს ფილტვის ფესვი ეწოდება. მარჯვენა ფილტვი მარცხენასთან შედარებით მოკლე და განიერია. ყოველი ფილტვი ღრმა ღარით იყოფა ზემო და ქვემო წილებად. მარჯვენა ფილტვზე აღინიშნება დამატებითი ღარი რომელიც გამოყოფს შედარებით მცირე, შუა წილს.
ფილტვის ყველაზე დიდი გამანადგურებელი სიგარეტის მოწევაა.