სურამის უღელტეხილი
უღელტეხილი საქართველოში, შიდა ქართლისა და იმერეთის მხარეებში
სურამის უღელტეხილი — უღელტეხილი საქართველოში, შიდა ქართლისა და იმერეთის მხარეებში, ხაშურისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარზე. მდებარეობს ლიხის ქედის სამხრეთ-დასავლეთ დადაბლებულ ნაწილში. სიმაღლე ზღვის დონიდან 948 მ. უღელტეხილის მიდამოები აგებულია პალეოზოური კრისტალური ფიქლებითა და გრანიტოიდებით, აგრეთვე ქვებით. სურამის უღელტეხილზე გადადის საავტომობილო გზა მდინარე სურამულის აუზიდან მდინარე ჩხერიმელის აუზში. შემოსილია ფართოფოთლოვანი ტყით.
სურამის უღელტეხილი | |
---|---|
![]() სურამის უღელტეხილი | |
კოორდინატები: 42°01′36″ ჩ. გ. 43°29′58″ ა. გ. / 42.0268833° ჩ. გ. 43.4995500° ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
ტერიტორიული ერთეული | ხაშურის მუნიციპალიტეტი ხარაგაულის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 948 მ |
ქედი | ლიხის ქედი |
ამგებელი ქანები | კრისტალური ფიქლები, გრანიტოიდი, ქვა |
ფლორა | ფართოფოთლოვანი ტყე |
![]() |
ლიტერატურა
რედაქტირება- ტაბიძე დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 610.