ტაუერ-საბვეი (ინგლ. Tower Subway, ტაუერის მიწისქვეშა გზა) — გვირაბი, აგებული 1870 წელს ტემზის ქვეშ ლონდონის ცენტრში, ლონდონის ტაუერთან სიახლოვეს. გვირაბის საერთო სიგრძე შეადგენს 411,48 მეტრს, ხოლო მანძილი გვირაბის ჭერსა და მდინარის ფსკერს შორის — 6,71 მ. გვირაბში შესასვლელის ფუნქციას ვერტიკალური მაღარო ასრულებდა, რომელიც ტაუერ-ჰილის შემაღლებაზე მდებარეობდა და 18,29 მ სიღრმის იყო.

გვირაბის სიგანის ილუსტრაცია

საწყისი გეგმის მიხედვით გვირაბში 762 მმ სიგანის სარკინიგზო ლიანდაგი დააგეს. გვირაბის მცირე დიამეტრის გამო მასში მხოლოდ ერთ ვაგონს შეეძლო კურსირება, რომელიც მოძრაობაში მოდიოდა ფოლადის ტროსებით დამაგრებული ორი ორთმავლით (4 ცხენის ძალის სიმძლავრის). ერთი სადგურიდან მეორეში მგზავრობის ხანგრძლივობა 70 წამს შეადგენდა. ვაგონის მაქსიმალური ტევადობა 12 ადამიანი იყო.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება