პორტალი:არქიტექტურა

რომაული დორიული ორდერის გრავიურა
რომაული დორიული ორდერის გრავიურა


პორტალი:არქიტექტურა
პორტალი:არქიტექტურა
რედ. რჩეული სტატია
ჯონ ჰენკოკის ცენტრი.
ჯონ ჰენკოკის ცენტრი.

ჯონ ჰენკოკის ცენტრი (John Hancock Center) მდებარეობს მიჩიგანის ავენიუზე, ჩიკაგოში, ილინოისი. 100-სართულიანი 344 მ სიმაღლის ცათამბჯენის პროექტი ინჟინერ-კონსტრუქტორ ფაზლურ ხანს ეკუთვნის კომპანიიდან „სკიდმორ, ოუინგს ენდ მერილ“ (SOM). დასრულების ჟამს, 1969 წელს, ის იყო მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობა ნიუ-იორკის საზღვრებს გარეთ. ამჟამად ჰენკოკის ცენტრი სიმაღლით ჩიკაგოში მესამე და აშშ-ში კი მეოთხე ცათამბჯენია, სირს ტაუერის, ეონ ცენტრისა და ემპაირ სტეიტ ბილდინგის შემდეგ.

ცათამბჯენის გამორჩეული X-ფორმის ჯვარედინი ლითონის კარკასის ფასადი ფაქტობრივად მინიშნებაა იმაზე, რომ სტრუქტურის ”კანი” სინამდვილეში მისი მილისებური სისტემის ნაწილია. ეს იდეა შენობის პროგრესული ჩანაფიქრის კონცეფციის ნაწილია, რითაც შესაძლებელი გახდა რეკორდული სიმაღლის მიღწევა (მილისებური სისტემა შენობის ჩონჩხია, რომელიც მას ხელს უწყობს ქარებისა და მიწისძვრების დროს მდგრადობის შენარჩუნებაში). ეს ასევე საშუალებას იძლევა შენობის შიგა ფართი საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის გამოთავისუფლდეს არქიტექტორის ნებასურვილის შესაბამისად. სხვა მრავალ ნიშანთვისებასთან ერთად ექსტერიერის ფორმის ამგვარმა გადაწყვეტამ ჯონ ჰენკოკის ცენტრს არქიტექტურული შედევრის რეპუტაცია მიანიჭა.

რედ. თვის ბიოგრაფია
ალვარ აალტო მეუღლესთან ერთად
ალვარ აალტო მეუღლესთან ერთად

ჰუგო ალვარ ჰენრიკ აალტო (Hugo Alvar Henrik Aalto) (1898-1976), ფინელი არქიტექტორი და დიზაინერი. მოღვაწეობდა ფინეთში, შვედეთში და აშშ-ში. ეროვნული ტრადიციების ნიადაგზე ერთმანეთს შეუხამა ფუნქციონალიზმისა და ორგანული არქიტექტურის პრინციპები. შექმნა ლანდშაფტთან შერწყმული მოცულობით-სივრცობრივი კომპოზიციები; აგურთან, მინასთან, სპილენძსა და ბეტონთან ერთად აქტიურად გამოიყენა ადგილობრივი მასალა — ხე და გრანიტი.

მიუხედავად იმისა, რომ მას ხშირად სკანდინავიური მოდერნიზმის პირველ და ყველაზე გავლენიან არქიტექტორად მიიჩნევენ, ისტორიული ფაქტების უფრო ღრმა ანალიზი ააშკარავებს, რომ აალტო მისდევდა სხვა პიონერებს შვედეთში, მათ შორის გუნარ ასპლუნდსა და სვენ მარკელიუსს, რომელთანაც მას მჭიდრო მეგობრობა აკავშირებდა. აალტოს და მრავალ სხვა ამ თაობის არქიტექტორს სკანდინავიურ ქვეყნებში ერთი საერთო რამ აკავშირებდათ — მათ დაიწყეს კლასიკური განათლებით და პირველებმა ჩამოაყალიბეს ე. წ. სკანდინავიური (ნორდული) კლასიციზმი, სანამ 1920-იან წლებში მოდერნიზმში გადაინაცვლებდნენ.

რედ. იცოდით, რომ...
ვიბორგის ბიბლიოთეკა
ვიბორგის ბიბლიოთეკა
  • ...ვიიპურის საქალაქო ბიბლიოთეკა (სურათზე), აგებული აალტოს განუმეორებელი დიზაინით 1935 წელს, ათი წლის განმავლობაში მიტოვებული იყო ვიიპურის საბჭოთა კავშირის მიერ მითვისების შემდეგ...
  • ...კარლ ვესტმანი ერთ-ერთი პირველი შვედი არქიტექტორი იყო, რომელმაც საკუთარ პროექტებში ნორდული ნაციონალური რომანტიზმის სტილი გამოიყენა...
  • ...კანდარია მაჰადევა უდიდესი, ყველაზე ორნამენტული და კარგად შემონახული შუასაუკუნეების ინდუისტური ტაძარია მადჰია-პრადეშში, ინდოეთი...
  • ...ვერსალის სასახლეში გახსნილი შიდა ეზო შემდგომში მთელი ევროპის მონარქების სასახლეებისთვის ნიმუში გახდა...
  • ... იბერთა კარიბჭე (Иверские ворота) მოსკოვში სტალინის ბრძანებით დაანგრიეს წითელ მოედანზე სამხედრო პარადების დროს მძიმე ჯავშნიანი ტრანსპორტისთვის ადგილის გასანთავისუფლებლად...
  • რედ. ციტატები
    ვიკიციტატა
    „მომავლის არქიტექტორი ბუნების მიბაძვით შექმნის, ვინაიდან ეს არის ყველაზე რაციონალური, ხანგრძლივი და ეკონომიური ყველა მეთოდთაგან.“
    რედ. რჩეული ფოტოსურათი
    კონგრესის ბიბლიოთეკა
    კონგრესის ბიბლიოთეკა

    კონგრესის ბიბლიოთეკა (ინგლ. Library of Congress), აშშ-ის დე-ფაქტო ეროვნული ბიბლიოთეკა და აშშ-ის კონგრესის კვლევითი განყოფილება. განლაგებულია სამ შენობაში, ვაშინგტონში, და უდიდესი ბიბლიოთეკაა მსოფლიოში, როგორც თაროების სივრცის, ისე წიგნების რაოდენობის მიხედვით.

    ( სხვა რჩეული ფოტოები )

    რედ. მიმდინარეობები

    ქრონოლოგიაამპირიარტ-დეკოარტ-ნუვოახალი ქალაქიახალი ურბანიზმიბაროკობაუჰაუზიბოზ-არტიბიდერმაიერიბრუტალიზმიბიზანტიურიგოტიკარჩეულიგუგიდეკონსტრუქტივიზმიესპანური კოლონიური სტილივიქტორიანული არქიტექტურაექსპრესიონიზმიფუტურიზმიინდურიისლამურიიტალიანატიიაპონურისაკათედროკლასიკურიკონსტრუქტივიზმიმეორე იმპერიამოდერნიმოდერნიზმინაცისტურინეობიზანტიურინეოკლასიციზმიპაგოდასპარსულიპოსტმოდერნიზმირეტროფუტურიზმიროკოკორომანულირუსულისაერთაშორისო სტილისიცილიური ბაროკორჩეულისტალინიზმისუდანო-საჰელიურიჩიკაგოს სკოლაჩინურირჩეულიქალაქი-მშვენიერი

    რედ. კატეგორიები

    არქიტექტურა : ქვეყნების მიხედვითარქიტექტურის ისტორია მიმდინარეობები ელემენტებივენის არქიტექტურათბილისის არქიტექტურაისლამური არქიტექტურამსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებიმსოფლიოს უმაღლესი ნაგებობებიპრაღის არქიტექტურასასახლეებისაქართველოს ხუროთმოძღვრების ძეგლებიტაძრებიქრისტიანული არქიტექტურაურბანისტიკაშენობა-ნაგებობებიშუა საუკუნეების არქიტექტურაცათამბჯენებიხიდები


    რედ. არქიტექტურის თემები

    (+) ურბანიზმი (c i)

    nothumb
    nothumb

    რუასი-შარლ-დე-გოლის აეროპორტის ტერმინალი 2F.

    nothumb
    nothumb

    მოსტარის სტარი მოსტი « ძველი ხიდი » აღდგენილი დაბომბვის გამო დაზიანების შემდეგ.

    nothumb
    nothumb

    ფოლკერკის ბორბალი, გემთამწე ქალაქ ფოლკერკში, შოტლანდია

    (+) არქიტექტურა (c i)


    შინტოს აკლდამა იცუკუშიმა-ძინძა, მიაძიმა, იაპონია

    ჩიჩენიცა, მაიას უძველესი ქალაქი, მექსიკა

    ვერსალის სასახლე საფრანგეთში

    სინაის წმინდა ეკატერინეს მონასტერი, ეგვიპტე

    (+) კულტურული მემკვიდრეობა (c i)

    ეს-სუვეირას მედინა, მაროკო

    ჩინეთის დიდი კედელი

    სიდნეის ოპერის თეატრი, ავსტრალია

    თავისუფლების ქანდაკება, ნიუ-იორკი